fbpx

ნათელა გრიგალაშვილის “დუხობორების მიწამ” ამერიკული ფოტოფესტივალის, Eyes on Main Street-ის გრანტი მიიღო


გააზიარე სტატია


ნათელა გრიგალაშვილის ფოტოპროექტი “დუხობორების მიწა” ამერიკული ფოტოფესტივალის, “Eyes on Main Street”-ის გრანტის მფლობელი გახდა.  მას  შესაძლებლობა ექნება დაასრულოს რამდენიმე წლის წინ დაწყებული ფოტოპროექტი “დუხობორების მიწა”, რომლის გადაღებაც საქართველოში, ჯავახეთში მიმდინარეობს. 

კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტის განხორციელება 2021 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო.
ნათელა გრიგალაშვილის ფოტოპროექტის გამოფენა 2021 წლის შემოდგომაზე Eyes on Main Street-ის ფესტივალზე გაიმართება.
http://www.natelagrigalashvili.com/


ანდრია ჰაუტამაკიმ 2019 წელს  Eyes on Main Street-ის გრანტი პირველმა მიიღო.

მისი შთამბეჭდავი  ნამუშევრები, რომლებიც EOMS-ის გრანტის ფარგლებშია გადაღებული, The New York Times-ში გამოქვეყნდა. ფოტოების ნახვა შეგიძლიათ 2021 წლის 16 მაისამდე – https://www.ahowdyphoto.com/


https://www.eyesonmainstreetwilson.com/-ის მიხედვით


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.