fbpx

„სიმეტრია პარკი“ მომავალ ბინადრებს ინტერიერის დიზაინითა და პრემიუმ ხარისხის რემონტით დაასაჩუქრებს


გააზიარე სტატია

ბუნებასთან და ამავდროულად,  ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრების მსურველებისთვის თებერვლის ბოლომდე, „სიმეტრია პარკში“ ზამთრის სეზონის შეთავაზება მოქმედებს.

თუ შეიძენთ ინდივიდუალურ სახლს „სიმეტრია პარკის“ პრემიუმ კლასის დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში, დასაჩუქრდებით 60 000$ ღირებულების სერვისით – თქვენს გემოვნებაზე მორგებული ინტერიერის დიზაინითა და პრემიუმ ხარისხის მასალებით შესრულებული რემონტით.

„სიმეტრია პარკი“ თანამედროვე საცხოვრებელი უბანია მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, რომელიც თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის სავალზე, თბილისის მთავარ რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს – ერთისმხრივ ესაზღვრება კოჯრის ტყეს, ხოლო მეორესმხრივ მთაწმინდის პარკს.

საცხოვრებელი კომპლექსი ცენტრალური პარკის გარშემო შენდება და 31 ინდივიდუალურ კერძო სახლს და ორ მრავალბინიან საცხოვრებელს აერთიანებს – „პანორამა ვიუ“  ხედით ქალაზე და „პარკ ვიუ“ ხედით ცენტრალურ  პარკზე.

„სიმეტრია პარკში“ დაგხვდებათ გამართული ინფრასტრუქტურა, ოთხი სეზონის გამწვანება, მებაღის მომსახურება, დაცვის სისტემა, საერთო მოხმარების სივრცეები –  სამუშაო სივრცე, სპორტდარბაზი, სპა და ასევე, ენერგო ეფექტური შენობები – ინდივიდუალური მზის ელექტრო სადგურით.

თუ თებერვლის ბოლომდე შეიძენთ „სიმეტრია პარკის“ ინდივიდუალურ კერძო სახლს, ინტერიერის დიზაინს ესმა ხეცურიანი შეგირჩევთ. ესმა ხეცურიანი ავტორია ისეთი პროექტებისა როგორიცაა – რესტორანი „ბარბარესთან“, სასტუმრო „ესკიზი“,სასტუმრო „მემუარი“.

ზამთრის სეზონის შეთავაზებაში შედის უმაღლესი ხარისხის რემონტიც, რომელიც შესრულდება მოწინავე ბრენდების სამშენებლო მასალებით, მათ შორის – ფრანგული Saint Gobain-ის  weber-ის წარმოების ჰიდრო-საიზოლაციო მასალებითა და BEDEG-ის იზობლოკით, რაც თქვენს სახლს ზამთარში შეუნარჩუნებს სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს. პანორამული ხედებით სიამოვნებისთვის “სიმეტრია პარკში” დაგხვდებათ ბელგიური ბრენდის Reynaers-ის ვიტრაჟული კარ-ფანჯრები.   

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ “სიმეტრია პარკის” ფეისბუქის ოფიციალური გვერდი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.