fbpx

“რა არის სხვაობა ჩემსა და შენ შორის” – მაია ნავერიანის გამოფენა ელენე აბაშიძის საზიარო სივრცეში


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
ფოტო: აგას ლედლი ბრაუნი

 

ელენე აბაშიძის საზიარო სივრცე 24 თებერვლიდან მასპინძლობს მაია ნავერიანის გამოფენას – სახელწოდებით “რა არის სხვაობა ჩემსა და შენ შორის”.

მაია ნავერიანის ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევარი სათავეს იღებს 2003 წელს შესრულებული მისივე ნახატიდან. ნეონის შვიდი სიტყვა ხელოვანის ხელწერას იმეორებს და ავსებს საგამოფენო სივრცის შვიდ ფანჯარას. ნამუშევარი “მიემართება” საგამოფენო სივრცის ფანჯრებიდან გარეთ და ქმნის დიალოგს საჯარო სივრცესთან და პირველ რიგში, ქუჩაში შემთხვევითი გამვლელებისკენაა მიმართული. 

 


დიალოგის ეს ხერხი ხშირად გამოიყენება ვიზუალურ და კერძოდ, განათების ხელოვნებისთვის. მსგავს პრაქტიკას ხშირად მიმართავენ განათების არტისტები, რაც ნამუშევრებს მეტ გამომსახველობას სძენს, რაც შემდგომ  თუნდაც შემთხვევით დამთვალიერებლებთან დიალოგში შეიძლება გადაიზარდოს. 

კითხვის ნიშნის გარეშე მოწოდებული შეკითხვა ხელოვანის პრაქტიკისთვის დამახასიათებლად, მხოლოდ ინგლისურ ენაზეა წარმოდგენილი. ავტორი ენის ამ უცხო “ტერიტორიაზე” თავს მეტად კომფორტულად გრძნობს. 

ნეონის წინადადება წარწერასა და ქანდაკებას შორის არსებობს და წაკითხვის მრავალ საშუალებასა და ინტერპრეტაციას იძლევა. პირველ რიგში ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დიქოტომიურ აზროვნებას და გვიწვევს ბინარულობის მიღმა არსებულ სააზროვნო სივრცეში. 

 

ნამუშევრის ტექნიკური უზრუნველყოფა ეკუთვნის “პროპაგანდას”.
გამოფენა 24 თებერვლიდან 14 აპრილამდე უმასპინძლებს არტისტს და შესაძლებლობას მისცემს დამთვალიერებლებს გამართონ დიალოგი არტისტთან საკუთარი ინტერპრეტაციებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.