fbpx

ანტიმოდის გროტესკული მანიფესტაცია – ლევუ შველიძის SS21კოლექცია მასუ მწარიაშვილის ფოტოებში


გააზიარე სტატია

დიზაინერ ლევუ შველიძის ახალი კოლექცია SS21 მისი სიურეალისტური ძიების გაფართოებაა, რომელიც რეალობისა და ფანტაზიის ზღვარზე გადის.  მიზანია შეიქმნას ერთგვარი ახალი მითოლოგია, რომელიც თანამედროვე კონტრ-კულტურისა და პრე-ქრისტიანული მითოლოგიის სიმბიოზს წარმოადგენს. სწორედ ამის გაგრძელებაა ახალი კოლექცია. დიზაინერმა შექმნა იზოლაციის, სტერილური სივრცის ილუზია, რომელშიც ადამიანების ჩართულობით დისტოპიური სურათი გააცოცხლა.

დიზაინერ ლევუ შველიძის SS21 კოლექციისათვის ფოტოები ფოტოგრაფმა მასუ მწარიაშვილმა გადაიღო:

 

 

ლევუ შველიძის კოლექციაში პერსონაჟები უსქესო ადამიანები არიან, რომლებსაც გენდერული კლიშეები მაინც გასდევთ. ესთეტიურობა დიზაინერისთვის ფიქცია და სიყალბეა და სწორედ ამას უპირისპირდება ის. მისი კოლექცია ანტი-მოდის გროტესკული მანიფესტაციაა, რომელიც არც ერთი კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის მიმართ არ არის მიმართული.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.