fbpx

როგორ გავანებივროთ დედები – საჩუქრები 3 მარტისთვის


გააზიარე სტატია



კარგი საჩუქრის შერჩევა ურთულესი ამოცანაა, მითუმეტეს, როცა საქმე იმ ადამიანს ეხება, ვინც – არც მეტი, არც ნაკლები – სიცოცხლე გაჩუქა. ამისთანა ვალის დაბრუნება შეუძლებელია და მთელი ცხოვრების საქმეა, მაგრამ წელიწადში ერთხელ, 3 მარტს დედები აუცილებლად უნდა გავანებივროთ. საჭირო და უბრალოდ სასიამოვნო საჩუქრების სია ამაში დაგეხმარებათ.

 

მაღაზია “ბაიერსი” ყოველთვის იყო საბადო პრეტენზიული კლიენტებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ და განსხვავებულ საჩუქარს ეძებენ. მაგალითად, დარაიას შარფი თამამი პრინტით ყველაზე თანამედროვე დედებისთვის.

 

საიდან იცით, რომ დედა  წითელ ტუჩსაცხს  არ ხმარობს. სასწრაფოდ უნდა აჩუქოთ, რომ გაიგოთ, რა მოხდება.  ჩვენ უკვე ვიცით, ის აუცილებლად  იკაშკაშებს.

თუ არც ფერადი შარფი და  არც ახალი ტუჩსაცხი არ არის საკმარისი თქვენი უსაყვარლესი ადამიანისთვის, შეგიძლიათ  ის პირდაპირი მნიშვნელობით ოქროს სკამზე  შემოასკუპოთ. 

ძალიან გთხოვთ, 3 მარტს დედებს მიქსერს ან ჩოპერს ნუ აჩუქებთ, ამისთვის წელიწადის კიდევ 360-მდე დღე გრჩებათ.  ყავის აპარატი  კი სულ სხვა საქმეა. შეგიძლიათ სხვადასხვა არომატის ყავაც შეარჩიოთ.

სასტუმრო სტამბას“  მაღაზია ისეთივე გამორჩეულია, როგორც თავად ეს შენობა. თუ აქამდე დედასთან ერთად “სტამბას” ტერასაზე ყავის დალევა ვერ მოახერხეთ, შეგიძლიათ ეს ახლა გააკეთოთ, გზად კი მაღაზიაში ლამაზი მზისფერი  სათვალე უყიდოთ. 

პანდემიის გამო პრაქტიკული და საჭირო საჩუქრების  სია უცნაურად გაიზარდა. ხელის მოვლის საშუალებებმა კი პირველ ხუთეულში დაიდო ბინა. ასე რომ, თუ დედის ხელებს სილამაზე გინდათ შეუნარჩუნოთ,  კრემი მშვენიერი საჩუქარია.  

დედები ხშირად რთულად უღებენ ალღოს ახალ ტექნოლოგიებს, სამაგიეროდ, კარგ  წიგნაკს ჩანაწერებისთვის   აუცილებლად დააფასებენ. მითუმეტეს, თუ გარეკანს ანკა ბოჭორიშვილის არტი ამშვენებს.

კერამიკა ყველა დედას უყვარს. განსაკუთრებით კი ისეთი ფერადი და განუმეორებელი, როგორც  ვაით სტუდიოს“  ნამუშევრებია. შემდეგ  ჯერზე თქვენს საყვარელ ვაშლის ნამცხვარს, თქვენსავე ნაჩუქარ ხელით მოხატულ თეფშზე რომ მოგართმევენ, სიამაყით აივსებით. 

სულ ახლახან გახსნილ  უაღრესად საინტერესო მაღაზიაში,  კომუნალ კრაფტში“  იმდენი საინტერესო ნივთია, რომ შესაძლოა არჩევანის გაკეთება გაგიჭირდეთ კიდეც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ნივთები საქართველოში, ქართველი არტისტების მიერაა შექმნილი.

აი, მაგალითად, ქეთევან იგნატოვას ულამაზესმა  ყვავილებმა ნაჭრის ჩანთებზე  გადაინაცვლა. ასეთი ჩანთა გაზაფხულს უფრო მალე მოიყვანს.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.