fbpx

კლიპარტი 3 მარტის ტრადიციას მორიგი სიურპრიზით აგრძელებს


გააზიარე სტატია

მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტმა კომპანიებთან „გრანდ ელექტრონიქსთან’“ და “ბენეფიტსთან” ერთად ქალბატონებს 2021 წლის 3 მარტი განსაკუთრებული საჩუქრით მიულოცა. რადიცის მიხედვით, ამ განსაკუთრებულ დღეს, 300-მდე დედას შვილების ნახატებით გამოფორმებული, პერსონალიზებული მაისურები გადაეცა.

ონისძიების კონცეფცია ბავშვებისთვის #მთავარიდიზაინერის ამპლუის მორგება იყო. როექტში ჩართულმა ქალბატონებმა იცოდნენ, რომ ნახატები ციფრული გამოფენისთვის უნდა შეგროვებულიყო, რომელიც მიზნად კოვიდ პანდემიის პირობებში პატარებისთვის ხალისიანი დღის მოწყობას ისახავდა.

ედების უმრავლესობამ სიამოვნებით გამოაგზავნა მათი შეუფასებელი რელიქვია – ბავშვების დახატული ფიგურები თუ ადამიანები. ახატები კი კლიპარტის გუნდის წევრებმა ფერად მაისურებად გადააქციეს.

საბოლოოდ, ღონისძიებაში  მონაწილეობა 300-ე მეტმა ქალბატონმა მიიღო. მათ ფერადი მაისური სამახსოვროდ დარჩებათ; ცხოვრების #მთავარიდიზაინერების მიერ შესრულებული ნახატები კი ყოველდღიურობას განსაკუთრებით გაულამაზებთ.

3 მარტის პროექტს კლიპარტი უკვე მე-4 წელია აკეთებს. კომპანიის მთავარი მოტივაცია იმ ემოციების შეგროვებაა, რომლებსაც დედები საჩუქრების მიღების შემდეგ გამოხატავენ.

როის გასვლასთან ერთად, იცვლება როგორც მონაწილე ქალბატონების რაოდენობა, ასევე ღონისძიების ხასიათი და კონცეფცია.

  • 2018 წელს მთავარი ამოცანა ბავშვების მიერ დახატული დედების თოჯინებად ქცევა იყო. ონისძიება საბავშვო ცენტრ “ბაობაბში” გაიმართა და ქალბატონებს საჩუქრები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
  • 2019 წელს ინტერნეტ სივრცე კლიპარტის კამპანიამ #შენთვისვამბობ მოიცვა – შვილებმა დედებს 3 მარტი ხმოვანი შეტყობინებებით მიულოცეს.
  • 2020 წელს კლიპარტმა დედები ბავშვობაში დააბრუნა და სპეციალური ფოტოები გადასცა, სადაც შვილებთან ერთად, თავადაც პატარები არიან გამოსახულნი.

ლიპარტმა 3 მარტის განსაკუთრებით აღნიშვნა უკვე ტრადიციად აქცია. ადადით ბმულზე, რომ ნახოთ საჩუქრები, რომლებიც დედებმა მიიღეს. ომავალ წელს კი არ გაგიკვირდეთ, თუკი ვინმე უცანური თხოვნით დაგირეკავთ, რადგან სავსებით შესაძლებელია, სიაში თქვენც აღმოჩნდეთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.