fbpx

ბერლინალეზე ქართულმა ფილმმა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდო მიიღო


გააზიარე სტატია

ქართველი რეჟსორის, ალექსანდრე კობერიძის ფილმის, “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კობერიძის ფილმს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ონლაინჩვენების შემდეგ კინოსურათმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

“ამ გონებამახვილურ, თბილ, მოულოდნელობებით აღსავსე ხალხურ ზღაპარში სიცოცხლით სავსე, უძველეს ქალაქში მცხოვრები შეყვარებულები ერთმანეთს წყევლის გამო ვეღარ იცნობენ“, – წერს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Variety.

ფრანგული გამოცემა Le Polyester კი წერდა, რომ “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” ნამდვილი საჩუქარია კინომოყვარულებისთვის.

1993 წლის შემდეგ, ალექსანდრე კობერიძის კინოსურათი პირველი ქართული ფილმია, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” ქუთაისშია გადაღებული.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.