fbpx

“Mommy Loves You” – ლაშაო გაბუნიას ინსტალაცია CHAOS Concept Store-ში.


გააზიარე სტატია

ფოტო/ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე

Sound: Hayden Moskowitz

3 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით კონცეპტუალური მაღაზია CHAOS მსახიობ ლაშაო გაბუნიას მიერ შექმნილ ინსტალაციას უმასპინძლებს. “Mommy Loves You” – ასე ჰქვია პერფორმანსს, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვს ადრეულ ასაკშივე ჰქონდეს არჩევანის გაკეთების უფლება.

„ბავშვობის ადრეულ და მოზარდობის ასაკში მიღებული განცდები, ემოციები მთავარი წინაპირობაა თუ როგორ პიროვნებად ჩამოვყალიბდებით”.

“მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, როცა საქმე თამაშსა და ჩაცმას ეხება. მშობელს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაგრამ თუ ბავშვის ინტერესი არ ემთხვევა საზოგადოების მიერ განსაზღვრულ გენდერულ ნორმებსა და სტერეოტიპებს, ამის გამო არ უნდა შევზღუდოთ მისი თვითგამოხატვა და არ უნდა ვიძალადოთ მასზე”, – ამბობს ავტორი ლაშაო გაბუნია, რომლის ინსტალაციის ნახვის საშუალებაც Chaosში 4 აპრილამდე გექნებათ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.