fbpx

ფოტოები: SITUATIONIST-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია


გააზიარე სტატია

ბახმარო, მესტია , ქობულეთი, საზანო და ქორენა პარიზის მოდის კვირეულზე. ნახეთ დავით გიორგაძის ფოტოები კოლექციისათვის, რომელიც ირაკლი რუსაძის SITUATIONIST-მა, თავის გუნდთან ერთად პარიზის ციფრული მოდის კვირეულის ფარგლებში წარმოადგინა.

შემოდგომა / ზამთრის კოლექციის ფარგლებში SITUATIONIST-მა სალომე ფოცხვერაშვილის და დავით გიორგაძის ვიდეო სახელწოდებით Forbidden Family აჩვენა. ბახმარო, მესტია, ქობულეთი, საზანო და ქორენა SITUATIONIST-მა მსოფლიოს მოდის მოყვარულებს თავისი კოლექცია საქართველოს იმ კუთხეებში ანახა, რომელიც ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად საყვარელია.

თავის კოლექციაში პირველად SITUATIONIST-მა გამოიტანა ხელნაკეთი აქსესუარები და ფეხსაცმელები, რომლის შეკვეთაც უკვე შესაძლებელია.

,,ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა განსხვავებული სტილისა და სიმბოლოების მრავალფეროვნება. ჩაცმის გზა და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჩვენს ტრადიციებს ასე მნიშვნელოვნად აქცევს. შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთის მაღალმთიანეთში ყველა მნიშვნელოვანი დეტალების დაკვირვება და განსაზღვრაა, რაც ჩვენს ბრენდს აყალიბებს. ამჟამინდელი მსოფლიო სიტუაცია გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა და და ზრუნვა ჩვენს გარემომცველ სამყაროზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაჩვენებთ ჩვენი ქვეყნის მშვენიერებას და ბუნებრივ სილამაზეს. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ყოველთვის ჩვენს ირგვლივაა”.

SITUATIONIST-ს პროექტის შესრულებაში დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის მოდის ფედერაციამ, ევროკავშირმა და Moët & chandon-მა. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვა კი პარიზის მოდის კვირეულზე პირველი ქართული ბრენდის, Situationist-ის წარმდგენი იყო. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.