fbpx

Plasticwatcher – „Keep Walking”, ანუ ვიდეოების სერიის – „იარე წინ და წინ“ პირველი ეპიზოდი


გააზიარე სტატია


There’s only one very good life and that’s the life you know you want and you make it yourself. – Diana Vreeland

“ქვეყნად არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ძალიან კარგი ცხოვრება, თუ როგორია  ეს კარგი ცხოვრება, ყველაზე ზუსტად იცით თავად თქვენ, ეს ის არის, რასაც თავადვე შექმნით! “

 

60-იანი წლების ამერიკული “ვოგის” რედაქტორის, დიანა ვრილენდის ეს სიტყვები  ზუსტად ასახავს იმ თვალსაზრისს,  რასაც Plasticwatcher-მა და მედიამენეჯერმა ნუცი კირცხალიამ მიუძღვნეს „Keep Walking” – ანუ ვიდეოების სერიის,  „იარე წინ და წინ“   პირველი ეპიზოდი. 

 

ამ ვიდეოების საშუალებით გადმოცემული ემოციით და ხასიათით „გვსურს 8 მარტი მივულოცოთ ჩვენი ქვეყნის ფანტასტიკურ ქალბატონებს“, – ამბობს Plasticwatcher-ის  დამაარსებელი ეკა ასათიანი და იქვე  ამატებს:  „ქალების ძალა უსაზღვროა, მთავარია  მოინდომონ, მიზნად დაისახონ და გულდასმით აკეთონ ის, რაც მათ სიამოვნებას და ბედნიერებას მიანიჭებს. 

ქალებს შეუძლიათ ნებისმიერი გარემოს მრავალი ელვარე ფერით განათება. ქალი სამყაროში არის მთავარი ენერგიის მქონეც და გამცემიც, ფაქტობრივად გარშემო ყველაფრის მამოძრავებელია ის“.

 

  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.