fbpx

საჩუქრები 8 მარტისთვის


გააზიარე სტატია



ავტორი: ანა ყიასაშვილი

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა და ეძღვნება ქალთა მიღწევებს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ სფეროებში. ამავე თარიღს უკავშირდება ქალთა მიერ გამართული არაერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საპროტესტო გამოსვლა: 

1914 წელს გერმანიასა და ინგლისში ქალებმა ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად დაიწყეს ბრძოლა, 1917 წელს რუსეთში ქალებმა ფართომასშტაბიანი აქციებით პირველი მსოფლიო ომისა და ცარიზმის დასრულება მოითხოვეს, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ევროპის ქვეყნებში ქალებმა აქტიურად დაიწყეს ბრძოლა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, იქნებოდა ეს განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თუ შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება.  1975 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 8 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა ქალთა საერთაშორისო დღედ, ქალთა უფლებებისა და მსოფლიო მშვიდობის შინაარსით. 

 

სწორედ ამ დღისათვის ჩვენ შევარჩიეთ საინტერესო საჩუქრების სია, რომლებიც  საყვარელ ქალს ან საკუთარ თავს შეგიძლიათ აჩუქოთ.

Porcelain and Flowers

Porcelaind and Flowers ახალი ვინტაჟური ბრენდია, სადაც ხაირად შეხვდებით საკოლექციო ფაიფურის ნივთებს და ჭურჭელს. ჭურჭლის გარდა მაღაზიაში ნახავთ სახლის სხვადასხვა ნივთს.

 

Kokedama

გამომდინარე იქიდან, რომ ამ დღეს ყვავილები ყველაზე აქტუალური საჩუქარია, ვფიქრობთ, რომ სახლის ან ეზოს მცენარეები უფრო ორიგინალური და დასამახსოვრებელი  იქნება. ონლაინმაღაზია Kokedama გთავაზობთ მიწის ბურთში ჩარგულ მცენარეებს, რომლებიც დაფარულია ხავსით და მოთავსებულია ქვის ან ხის დაფაზე. აქვე მიიღებთ მცენარეების მოვლის ინსტრუქციასაც. 

 

Plant Lovers Tbilisi

Plant Lovers Tbilisi ყველასათვის ნაცნობ მცენარეებთან ერთად, იშვიათ სახეობებსაც გთავაზობთ, რომლებიც განთავსებულია მაღაზიის ონლაინგვერდზე და შოურუმში (კაფე მარია-მაგდალინა). მცენარეებზე 30%-იანი ფასდაკლება გრძელდება 8 მარტის ჩათვლით.

 

Ceramic Studio 1300

სახლისა და სამზარეულოს ინტერიერის გასალამაზებლად Ceramic Studio 1300-ის ხელნაკეთი ფერადი კერამიკული ნივთები საუკეთესო საჩუქარია. სტუდია გთავაზობთ სამზარეულოს ორიგინალურ აქსესუარებს – სხვადასხვა ფერის და ფორმის ჭიქებსა და თეფშებს. ასევე, სახლის დეკორატიულ ნივთებს – ლარნაკებსა და კედლის/მაგიდის სასანთლეებს. 

სტუდია 8 მარტს 25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ სრულ კოლექციაზე, საჩუქრების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ ან მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ფაბრიკის ტერიტორიაზე.

 

TrocMarket

მაღაზია TrocMarket სახლის ინტერიერისათვის გთავაზობთ გამორჩეულ ვინტაჟურ ნივთებსა და ავეჯს – ხის მაგიდა და სკამები, ბუფეტები, ლარნაკები, სანათები, სარკეები და სხვა ორიგინალური ნივთები დაგხვდებათ წყნეთის გზატკეცილის 37 ნომერში ან ონლაინ მისამართზე. 

 

Vintage Store

სასაჩუქრედ ორიგინალურ ვინტაჟური სტილის ჭურჭელსა და დეკორატიულ ნივთებს აღმოაჩენთ Vintage Store-ის ონლაინმაღაზიაში, სადაც თავმოყრილია ფერადი მინის ჭიქები, მოხატული თეფშები, სასანთლეები და სხვა ლამაზი ნივთები თუ აქსესუარები. 

 

Funduki

ტანსაცმლისა და აქსესუარების ეკომეგობრული ბრენდი Funduki პირბადეების, ჩანთების, ქუდებისა და ლაბადების საინტერესო კოლექციას გთავაზობთ, შოურუმში ვიზიტისას კი, 30%-იანი ფასდაკლება 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 

 

Phubber App

Phubber App ქალთა დღესთან დაკავშირებით მომხმარებლებს ექსკლუზიურ შეთავაზებებს სთავაზობს. 7 და 8 მარტს ფაბერის აპლიკაციასა და შოურუმში More is Love-თან კოლაბორაციის შედეგად 0711 ლიმიტირებული ჩანთების კოლექცია სპეციალურ ფასად დაგხვდებათ. ასევე, “მატერიელის” გაზაფხული/ზაფხულის კოლექციასაც დიდი ფასდაკლებით შეიძენთ და სხვა ნებისმიერი ნივთის ყიდვის შემთხვევაშიც ვიზა ბარათის გამოყენებისას  ფაბერის მომსახურების საკომისიოს არ გადაიხდით. 

 

anabechdi4at

ჟურნალ At.ge-სა და “ანაბეჭდის” კოლაბორაციით შექმნილი ონლაინმაღაზია anabechdi4at ორიგინალურ თავსაბურავებსა და ჩანთებთან ერთად, ახლა უკვე გულის ფორმის ხელნაკეთ გულსაკიდებსაც გთავაზობთ, რომლებიც ვერცხლისა და ფაიფურისგანაა  დამზადებული და გამორჩეული საჩუქარი იქნება თქვენი  საყვარელი ადამიანისთვის. საინტერესოა, რომ ეს გულსაკიდი, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებს – HANDLE WITH CARE, მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძის რეფერენსის მიხედვით შეიქმნა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.