თვითგამოხატვა პრინტებით. Hoova – ტანსაცმლის ახალი ბრენდი თბილისიდან.
პრინტიანი ტანსაცმლის ტარება, როგორც თვითგამოხატვის ფორმა და განაცხადი — „ჰუვა“ თბილისში დაფუძნებული ბრენდია, რომლის ხელწერაც ტიპოგრაფიის, ლოგოსა და პრინტის ექსპერიმენტებია.
ბრენდის დამაარსებლები ახალგაზრდა მეგობრების ჯგუფია, რომლებმაც ინსპირაცია 90-იანი წლების რეივ-ფლაერებიდან, მეტალ ბენდების ესთეტიკიდან თუ უბრალოდ ლუდის რეკრეაციული დალევისას თბილისის სხვადასხვა სუბკულტურებზე დაკვირვებით მიიღეს.
კოლექცია აქცენტს კომფორტზე აკეთებს და ხაზგასმულად ნეიტრალურია გენდერული ნიშნების მიმართ. „ჰუვა“ ქმნის მაისურებს, რომლის მორგებაც ყველა არაფორმალურ სიტუაციაში შეიძლება.
„ჩვენი ორიგინალი პრინტებით გვსურს მაისურის დიზაინში მეტი შემოქმედებითობა შემოვიტანოთ და უბრალოდ ჩავიცვათ ის, რაც იმპულსურად მოგვწონს.“ — ამბობენ „ჰუვას“ დამფუძნებლები.
„ჰუვა“ 2020 წლის ზაფხულში შეიქმნა და მასზე მომუშავე ჯგუფისთვის ეს სხვადასხვა მარგინალური ფორმების ფართოდ გავრცელებისა თუ ინტეგრაციის მცდელობაა. ბრენდი „კაპსულა“ კოლექციის პრინციპს ეფუძნება და პატარა წარმოება აქვს, ამიტომ, მაიუსურების რაოდენობა შეზღუდულია.
„ჰუვას“ მაისურები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე hoova.ge, ეწვიეთ ჰუვას ინსტაგრამსაც.