fbpx

ისპანახობა და ყეენობა – დავიწყებული დღესასწაულები – დღის სტატუსი


გააზიარე სტატია

ფოტოზე: ილია ჭავჭავაძე კარნავალზე „ისპანახობა“ ორთაჭალის ბაღში, ნადიმის მერე. ისპანახობის აუცილებელი წესი იყო ქაღალდის გვირგვინების, ჩაჩების და ტანზე პამპულას ტანისამოსის ჩაცმა.

ავტორი: თოკო ბრეგვაძე

დღეს არის ისპანახობა (#Ispanakhoba), რომელიც დაახლოებით #MardiGras-ის თბილისური ვერსიაა. ძველი წარმართული დღესასწაული (იგივე #ყეენობა), რომელიც ქრისტიანულ კალენდარში შევიდა, მაგრამ შინაარსით უფრო მულტი-ეთნიკური იყო, და არა რელიგიური. საუკუნეების მანძილზე თბილისში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი აღნიშნავდა ამ დღეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში, მმართველ ელიტას სძულდა ეს დღესასწაული, რადგან ღონისძიებას არ ჰყავდა „ხელმძღვანელობა“, ვერ აკონტროლებდა პროცესს, რომელიც ყველა ეთნიკურ ჯგუფს დღესასწაულის და გართობის გარშემო აერთიანებდა (რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა საბჭოთა პოლიტიკასთან).

საბჭოთა კავშირის პერიოდში, დღესასწაულის აღნიშვნა და მისი ხსენებაც კი სერიოზული დანაშაული იყო. სამწუხაროდ, 70 წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეს დღე წაშლილიყო თბილისელების კულტურული მეხსიერებიდან. დღეს, ძალიან ცოტას თუ სმენია ამ დღის შესახებ, როდესაც 100 წლის წინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო. ალბათ დღესაც ბევრისთვის უფრო მისაღებია იფიქროს, რომ თბილისის ისტორია მხოლოდ ქართული და ქრისტიანულია. ეს დავიწყებული ტრადიცია კი იმის დასტურია, რომ ეს ასე არ არის! დავაბრუნოთ!!!

 


ფოტო: თბილისური ყეენობა, ა. აივაზოვი

 


ფოტო: ყეენობა გორში, 1896

2,010 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.