fbpx

7 განსხვავებული შთაბეჭდილება მეამას ჩაის კაფსულებში


გააზიარე სტატია

ჩაი როდის გექნებათ?“ – ეს ის შეკითხვაა, რომელიცმეამასსოციალურ ქსელებში, ალბათ, თქვენც ბევრჯერ შეგხვედრიათ. ხოდა, სანატრელი პასუხი უკვე აქ არის – „მეამას კუთხესჩაის კაფსულებიც დაემატა და ამერიკული ფორმატის აპარატს, რომელმაც ჩვენს სახლებსა და გულებში უკვე მყუდრო ადგილი დაიკავა, კიდევ ერთ შესაძლებლობა მისცაშეითავსოს ის პროფესიონალიზმი, რომელიც ნამდვილი, ხარისხიანი, ინტენსიური და ცინცხალი ჩაის დაყენებას სჭირდება. ამისათვის კი მხოლოდ ერთი ღილაკი და ერთი წუთი გამოიყენოს.

სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, აღარ მოგიწევთ ყოველდღე ახალი ჩაის დაყენება და ლოდინი, ფინჯანში მოხვედრილი ფოთლის ნაწილაკების ამოკრეფა, ან, თუნდაც, ერთჯერადი ჩაის დალევა. ამის სანაცვლოდ, გექნებათ „მეამას“ ჩაის კაფსულები, რომლებიც პროფესიონალის საქმეს ზუსტად 1 წუთში შეასრულებენ, შედეგად კი მოგიმზადებენ ჩაის 7 სხვადასხვა სახეობას. ესენია: კლასიკური შავი ჩაი, კლასიკური მწვანე ჩაი, შავი ერლ გრეი, მწვანე ერლ გრეი, მანგო კარაბაო, შოკოლადის ფილა და კრემ ბრულე.

რადგან „მეამას“ ჩაის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი იყო, გადავწყვიტეთ, მისი შექმნის ისტორიაში გვემოგზაურა და საინტერესო ფაქტები თქვენამდეც მოგვეტანა. ასე აღმოვჩნდით „მეამას“ ქარხანაში, სადაც მთავარ ტექნოლოგს, დავით გოგოხიას, უამრავი შეკითხვა დავუსვით. მისგან გავიგეთ, რომ თურმე საქართველოში ჩაიზე ვერ თანხმდებიან – ზოგს კლასიკური შავი ჩაი უყვარს, ზოგი მხოლოდ მწვანეს სვამს, ზოგს ექსპერიმენტები იზიდავს და სხვადასხვა არომატი აინტერესებს, ზოგი კი ჩაის ფოთოლს საერთოდ არ იყენებს და ხილისა თუ სხვა მცენარეების ნაყენებს ირჩევს. ყველას სხვადასხვა მოთხოვნა ჰქონდა, ჩვენ კი გვინდოდა, მაქსიმალურად მეტი მომხმარებლის გემოვნებას მოვრგებოდით,“ – გაგვიმხილა დავითმა, – თუმცა, ერთდროულად ყველა სახეობის კაფსულას ვერ გამოვუშვებდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, შვიდი ყველაზე სასურველი არომატი აგვერჩია და ყველა მათგანი მხოლოდ ჩაის მცენარის გამოყენებით შეგვექმნა.“

ბევრი კვლევის, ცდისა და ფიქრის შედეგად, კაფსულებში, პირველ რიგში, კლასიკური შავი ჩაის უნიკალური ნაზავი მოთავსდა. მასში მხოლოდ ერთი კონკრეტული ფოთოლი კი არა, სხვადასხვა ქვეყნის რჩეული ჩაის ფოთლებია თავმოყრილი. სწორედ ეს განაპირობებს მდიდარ ტექსტურასა და ინტენსიურ გემოს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ახალი ენერგიით გავსებს. ერლ გრეის შემთხვევაში, ამას ბერგამოტის ზომიერი, ციტრუსოვანი ნოტებიც ემატება. იგივე მეორდება მწვანე ერლ გრეიშიც, რომლის კლასიკური ვერსია შედარებით უფრო დელიკატური და ნაზია. შესაბამისად, თუ დღის ნებისმიერ მონაკვეთში განტვირთვას მოინდომებთ, სწორედ კლასიკური მწვანე ჩაის კაფსულები უნდა აირჩიოთ. საინტერესოა, რომ ჩაის მცენარეში უფრო მეტი კოფეინია, ვიდრე ყავაში, მაგრამ ცხელ წყალთან შეხებისას ყავა კოფეინს თითქმის სრულად გამოყოფს, ჩაის შემთხვევაში კი ეს უფრო რთულად ხდება. ამიტომაცაა, რომ საბოლოო ჯამში, ყავა უფრო მეტ კოფეინს შეიცავს,“ – გვითხრა „მეამას“ მთავარმა ტექნოლოგმა, –კოფეინი უფრო დიდი დოზით შავ ჩაიშია კონცენტრირებული, შედარებით ნაკლებად კიმწვანე ჩაიში. ამიტომ გირჩევთ, დილით შავი ჩაის კაფსულები გამოიყენოთ, საღამოს კი მწვანე ჩაის დახმარებით განიტვირთოთ.“

მათთვის, ვინც უპირატესობას მრავალფეროვან გემოებს ანიჭებს, „მეამამ“ ჩაის არომატული კაფსულებიც შექმნა. მაგალითად, მანგო კარაბაოს ეგზოტიკური ხილის ნოტები ამშვენებს; შოკოლადის ფილას კრემისებრი შოკოლადისა და ტყის თხილის არომატები აქვს; კრემ ბრულეს კი კარამელისა და ვანილის მსუბუქი აქცენტები და ფრანგული დესერტის გამორჩეული გემო დაჰყვება. დავით გოგოხიას ხანგრძლივ დაკვირვებას თუ დავუჯერებთ, ქართველები უპირატესობას კლასიკურ არომატებს ანიჭებენ, თუმცა უარს არც ახალ შთაბეჭდილებებზე ამბობენ: აუცილებელი არ არის, ჩაის კლასიკური გემო ჰქონდეს. ის გაცილებით უფრო კომპლექსური სასმელია და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გამოცდილებებს ქმნის. ჩვენი არომატების მთავარი ხიბლი ის არის, რომ თითოეული მათგანი დაფუძნებულია ნამდვილ ჩაიზენატურალურ მცენარეზე, რომელსაც მარტივად აღსაქმელი, მსუბუქი ნოტები ემატება. შესაბამისად, „შოკოლადის ფილისდალევისას ცხელი შოკოლადის ასოციაცია კი არ ჩნდება, არამედ გრძნობ, რომ სვამ ნამდვილ ჩაის, რომლის სურნელსა და გემოში სხვადასხვა საინტერესო ინგრედიენტი იკითხება.“

საუბარში აღმოვაჩინეთ, რომ ჩაის მომზადებას, ყავის მსგავსად, ძალიან ბევრი ნიუანსის(დეტალის) გათვალისწინება სჭირდება. ჩვენ კი იმასაც არ ვაკვირდებით, რომ თითოეულ შეფუთვას – ერთჯერადსაც და მრავალჯერადსაც – მითითებული აქვს ზუსტად ის ტემპერატურა, პროპორცია და მომზადების ხანგრძლივობა, რაც საუკეთესო შედეგის მისაღებად გვჭირდება. ამ მითითებას თითქმის არავინ ითვალისწინებს, ამიტომ ერთი და იგივე ჩაის გემო ყოველ ჯერზე იცვლება. სწორედ ამის მოსაგვარებლად შეიქმნა კაფსულები, სადაც ჩაი თავდაპირველი სიმდიდრით ინახება, გემო მუდმივად განმეორებადი და სტაბილურია, ფინჯანში დასხმისას კი თავისი პოტენციალის მაქსიმუმს ავლენს. გვინდოდა, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, მაქსიმალურად მოკლე დროში, ჩამოსხმულიყო ახლად დაყენებული ჩაის საუკეთესო ვერსია, რომლის გემოც ყოველ ჯერზე სტაბილურად განმეორდებოდა,“ – გვიყვება მთავარი ტექნოლოგი, –წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ კაფსულაში ზის პროფესიონალი, რომელიც ჩაის უნიკალური რეცეპტით ხელმძღვანელობს და საუკეთესო ხარისხს ქმნის. ყველა ფინჯანს ეტყობა, რომ შენზე იზრუნეს, იფიქრეს და შექმნეს სტაბილურობის განცდა, რომელიც დღის არცერთ მონაკვეთში არ გღალატობს.“

„მეამას“ ჩაის კაფსულები კომპანიის გაყიდვის ყველა არხში უკვე ხელმისაწვდომია, მანამდე კი „მეამამ“ ჩაის მოყვარულებს საინტერესოდ შესთავაზა ახალი პროდუქტი და შესაძლებლობა მისცა მათ სადეგუსტაციო ნაკრები შეეძინათ და მარტივად აღმოეჩინათ  საყვარელი გემო. სადეგუსტაციო ნაკრებში შვიდივე სახეობის ორ-ორი კაფსულა და სპეციალურად „მეამას“ ჩაისთვის შექმნილი კერამიკის ხელნაკეთი ჭიქა შედიოდა, რომელიც განსხვავებული ვიზუალით ჩაის სმის პროცესს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. სადეგუსტაციო ნაკრებმა, რომელიც კომპანიამ ლიმიტირებული რაოდენობით გამოუშვა, საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და რამოდენიმე დღეში სრულად გაიყიდა.

თქვენ კი თუ ჯერ არ დაგიგემოვნებიათ „მეამას“ ჩაი, შესაძლებლობა  გაქვთ ჩაის ახალ, განსხვავებულ რიტუალს გაეცნოთ, სწრაფად და მარტივად მიიღოთ მრავალფეროვანი არჩევანი და აღმოაჩინოთ თქვენი ფავორიტი გემო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.