fbpx

სტუდია “საინი” – ქართული ანბანის ორნამენტების ჯადოსნური სამყარო


გააზიარე სტატია

ქართული ანბანი რომ ბევრი შემოქმედი ადამიანის და უამრავი სტარტაპის ინსპირაციაა, ამაში ბოლო დროს უკვე ყველა დავრწმუნდით. თუმცა, ჯერ კიდევ 2015 წელს, როცა სიტყვა სტარტაპი ფართო მოხმარებაში არ იყო,  მხატვარ-დიზაინერების არაჩვეულებრივმა ოჯახურმა და შემოქმედებითმა წყვილმა ნინო სლეპჩენკომ და ლევან ვათეიშვილმა ყველასგან განსხვავებული კუთხით დაინახეს ქართული ანბანის სრულყოფილი ასო-ნიშნები. შემდეგ კი მათემატიკის, გეომეტრიის, ტექნოლოგიების, მხატვრული მიდგომის, დიზაინერული ხედვის და ცოტაც ჯადოქრობის მეშვეობით მიიღეს გასაოცარი რეზულტატი – ანბანის ყოველი ასო-ნიშანი დატრიალდა და ამ თაბრუდამხვევ ბრუნვაში შეიქმნა ორნამენტების აუარებელი ვარიაცია. სხვათაშორის, მხოლოდ ქართულმა ანბანმა დადო ასეთი რეზულტატი. სხვა ანბანის ასო-ნიშნებმა ასეთი სრულყოფილი შედეგი არ მოიტანა.

 

ექვსი წლის შემდეგ  „საინი“ თავისი უნიკალური ორნამენტების გამოყენებით მრავალფეროვან ნივთებს ქმნის: ფაიფურის ჭურჭელი, ღვინის ჭიქები, ხის დაფები, სარკეები და სანათები, მარმარილოს, ქვის და კერამიკის ნივთები, დაწყებულია საიუველირო ხაზზე და ტექსტილზე მუშაობა. ნინოს და ლევანს უყვართ სხვადასხვა ბუნებრივ და ყოველთვის ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე მუშაობა, მათთვის საინტერესოა ექსპერიმენტების ჩატარება, მითუმეტეს რომ მათი შექმნილი დიზიან-კონცეფცია ამის საშუალებას თავისუფლად იძლევა. ეს დიზაინი უნივერსალური აღმოჩნდა, როგორც საყოფაცხოვრებო ნივთვებისათვის, ასევე ლიმიტირებული რაოდენობის დიზაინ-ობიექტებისათვის.

 

 

„საინის“ ორნამენტებს ზოგი ინდურ მანდალებს ადარებს, ზოგი ტრადიციულ ქრთულ ორნამენტს ამსგავსებს, ზოგი აღმოსავლურ მოტივებს ხედავს… ფაქტია, რომ ამ ორნამენტებით „საინი“ ყველას თავის ენაზე ელაპარაკება და დაშიფრულ შეტყობინებებსაც უგზავნის.

დაფაზე ორნამენტებით დაწერილი წარწერა – მიყვარხარ.

 

Facebook: @saini.ns

Instagram: saini.studio

sainistudiostore.etsy.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.