fbpx

New Wave Tourist – მაია ნავერიანის სოლო გამოფენა


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ნაზღაიძე, ზუკა ცირეკიძე

12 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით გალერეა “ართბითი” მხატვარ მაია ნავერიანის სოლო გამოფენას – New Wave Tourist-ს მასპინძლობს. 

არტისტისთვის ძალიან საინტერესოა ტურისტის, როგორც მუდამ მოძრავი, ცნობისმოყვარე ადამიანის ფენომენი, რომელიც  ყოველთვის ახლის დათვალიერებასა და შესწავლაშია, თუმცა თითქოს ამ დათვალიერებას რაიმე კონკრეტული მიზანი არ გააჩნია.

მაია ნავერიანი: „ახლა, როდესაც სრულ იზოლაციაში გამოვიკეტეთ და ყველანაირი მოგზაურობა გაყინულია, მცნება ტურიზმი, ტურისტი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახდა ჩემთვის და ამ თემაზე ახალი ტექსტის შექმნაზე დავიწყე მუშაობა.

პანდემიის შედეგად ჩვენთვის ნაცნობი რეალობის ასეთმა უეცარმა და დრამატულმა შეცვლამ და შოკმა აბსოლუტურად შეარყია ყველა სისტემა – ფსიქოლოგიური, კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური. მაგრამ, ამ დესტაბილიზაციამ, უცნობი მომავლის შიშმა და ქაოსმა თან ახალი მოგზაურობის, ახალი ტალღის ტურიზმის შესაძლებლობა და სურვილი გამოაჩინა.“

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ქაღალდზე ფანქრითაა შესრულებული, 2020 წლის განმავლობაშია შექმნილი. 

გამოფენა New Wave Tourist, არტისტის და გალერეის  მესამე საერთო პროექტია. მაია ნავერიანის ნამუშევრები 2021 წლის მარტის დასასრულს ხელოვნების ფესტივალ ArtDubai-ზე იქნება წარმოდგენილი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.