fbpx

SITUATIONIST – Fall Winter 2021 – Forbidden Family


გააზიარე სტატია

 

სიტუაციონისტის შემოდგომა ზამთრის 21/22-ის კოლექცია და ქვეყანაც პარიზის მოდის კვირეულზე  ღირსეულად  წარსდგა. მოდის კვირეულზე პირველი ქართული ბრენდის − Situationist-ის − წარმდეგენი იყო საქართველის ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება.

კოლექცია შეიქმნა იმ ძვირფასი ტრადიციების ინსპირაციით, რომელიც დღემდე ძლიან მნიშვნელოვანი და დაცულია.  ამ სეზონზე სიტუაციონისტმა  პირველად წარმოადგინა ხელით ნაქსოვი აქსესუარები და ფეხსაცმელები, რომელიც შემდეგ იწარმოება დანარჩენ კოლექციასთან ერთდ.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე კოლექცია  ყველა ბრენდმა ციფრულად წარადგინა. ეს ყველაზე კარგი მომენტი იყო იმისთვის რომ არა მარტო კოლექცია ყოფილიყო წარმოდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე, არამედ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა და მისი ველური სილამაზე. ეს ყველაფერი კი ფილმშია წარმოდგენილი.

ფილმის გადაღების მთავარი იდეა სხვადასხვა პერსონაჟებისა და ჩაცმის სტილის წარმოდგენაა, ავთენტურობა და ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ჩვენს ტრადიციებს ასეთ მნიშვნელოვანს ხდის. ფილმის სცენები გადაღებული საქართველოს რამდენიმე რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროთი დაწყებული კავკასიონის მაღალი მთებით დამთავრებული.

ფილმის გადაღების პროცესი საკმაოდ რთული იყო. რამდენიმე ადგილას დიდ თოვლობის გამო მანქანით მისვლა შეუძლებელი იყო და ბურანით გადაადგილება იყო საჭირო. შეზღუდვებმა და კომენდანტის საათმა კიდევ უფრო რთული გახადა ტრანსპორტირება. ლოკაციები იყო, ბახმარო, მესტია, ქობულეთი, სხვადასხვა ადგილები იმერეთში.

ფილმს ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა, YouTube-ზე დაახლოები 25 000 ადამიანმა ნახა პრეზენტაცია. დაინტერესდა საერთაშორისო პრესაც: Vogue, Dazed Digital, Harpers Bazaar, ELLE, Purple Magazine, Pairs Project და ასე შემდეგ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.