fbpx

Supergmiri.ge ბავშვების ოცნებების ასასრულებლად


გააზიარე სტატია

Supergmiri.ge არის პლატფორმა, რომელიც რთულ სოციალურ პირობებში მყოფი ბავშვების ისტორიებსა და ფოტოებს ვებგვერდზე ათავსებს, რათა ვებგვერდის ვიზიტორებმა  ნახონ ინფორმაცია ბავშვებისთვის სასურველი საჩუქრების შესახებ და მათი სუპერგმირები გახდნენ.

BetterFly-სა და Supergmiri.ge-ს თანამშრომლობა შედგა ბავშვების ოცნებების ასასრულებლად, რის შედეგადაც,  მთელ საქართველოში ათობით ბავშვმა,  საახალწლოდ  საოცნებო საჩუქრები მიიღო. 

საკომუნიკაციო ჯგუფმა BetterFly-მ ერთგვარი მედიატორის როლი შეითავსა თავის დამკვეთ კომპანიებსა და Supergmiri.ge-ს შორის. კომპანიამ 50 ბავშვის მონაცემი გამოითხოვა ვებგვერდიდან, რათა მათი სურვილები დამკვეთ კომპანიებს აესრულებინათ. კომპანიის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც პროექტში მონაწილეობა მიიღეს, შესაძლებლობა ჰქონდათ, BetterFly-ის მიერ გადაგზავნილი QR კოდის მეშვეობით ენახათ მათ მიერ დასაჩუქრებული ბავშვების რეაქციებიც. ამასთანავე დამკვეთებმა, რომლებმაც ბავშვების სურვილები რეალობად აქციეს, საჩუქრად ილუსტრაციები მიიღეს, სადაც ისინი სუპერგმირის ფორმაში არიან. 

BetterFly-სა და Supergmiri.ge-ს კოლაბორაციას ბავშვების ოცნებების ასასრულებლად სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა. ცდილობდნენ სოციალური ქსელის საშუალებით გაეზიარებინათ თავიანთი პოზიტიური ემოციები, ასევე მოუწოდებდნენ სხვებს, რომ სუპერგმირები გამხდარიყვნენ. პლატფორმა იძლევა საშუალებას, რომ მსურველი  პირადად დაუკავშირდეს  იმ ბენეფიციარს,  რომლის სუპერგმირიც ხდება, რაც ერთგვარ ემოციურ კავშირს ამყარებს მათ შორის. 

სწორედ ეს  კავშირი  იყო ჩვენ მიერ ჩატარებული აქტივობის მთავარი მიზანი. შედეგმაც არ დააყოვნა და არაერთ ბავშვს გამოუჩნდა კეთილისმსურველი სუპერგმირი, რომლებიც, დარწმუნებულები ვართ, მათთვის მეგობრებიც გახდებიან და ბევრი სირთულის გადალახვაში დაეხმარებიან“, – ამბობს სალომე შამუგია, BetterFly-ის ექაუნთ დირექტორი. იხილეთ ვიდეო:


BetterFly ამ პროექტის ცნობადობის გაზრდის მიზნით მომავალშიც გეგმავს Supergmiri.ge-სთან თანამშრომლობას, რათა მეტი ბავშვის გახარების შესაძლებლობა მიეცეს კიდევ უფრო მეტ ადამიანს. 

პორტალი ყოველთვის ღიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერ დროს შეუძლია გახდეს მათი სუპერგმირი! www.supergmiri.ge

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.