„რა ფერია შავი ზღვა?“ – ლევან მინდიაშვილის გამოფენა ნიუ იორკში
ლევან მინდიაშვილი
„რა ფერია შავი ზღვა?“
ლევან მინდიაშვილი ნიუ-იორკში პერსონალურ გამოფენას მართავს.“მარისა ნიუმენის პროექტების” ფარგლებში ეს მინდიაშვილის პირველი გამოფენაა. ქართველი ხელოვანი ქმნის გარემოს, რომელიც მისი ცნობიერების ადრეულ ხედვასა და საკუთარი თავის შეგრძნებებს უბრუნდება.
სათაური „რა ფერია შავი ზღვა?“ მიანიშნებს ბავშვურ გამოცანაზე, თუმცა აქ პასუხი კითხვაზე არც ისე ნათლად ჩანს.
ოთხი სურათი, რომელსაც მრავალჯერადი გავლენა აქვს მხატვარზე, არის: 3 წლის მინდიაშვილის საოჯახო ფოტო, რომელზეც იგი შავი ზღვის სანაპიროზეა, ზღარბი, ქართული ანბანი და მისი საბანი.
მინდიაშვილმა ხელახლა აღმოაჩინა მშობლიური საქართველოს ეკოსისტემები და საკუთარი ცნობიერება, როგორც განკურნების, ხელახლა დაბადებისა და აღმოცენების აქტი.
ცნობილი ფრანგი ხელოვანი პიერ უიგი ინტერვიუში ამბობს: „თვალწარმტაცია, აკვირდებოდე, თუ როგორ ვითარდება ინტელექტი თამაშისა და განმეორების საშუალებით“.
ლევან მინდიაშვილი საქართველოში დაბადებული და ბრუკლინში მცხოვრები ვიზუალური არტისტია. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო კოსოვოში, ნიუ-იორკში, ბერლინში, პეკინში, საქართველოში და ა.შ. აგრეთვე გამოქვეყნდა გამოცემებში: Artnet News, The Art Newspaper, ArtAsia Pacific, Observer, Huffington Post და სხვა.