fbpx

ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მზიური“ HotDocs Festival-ის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაშია


გააზიარე სტატია

 

ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მზიური“ HotDocs Festival-ის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაშია. ფილმის გადაღების შესახებ AT.ge რეჟისორ ქეთი მაჭავარიანს გაესაუბრა:

ქეთი მაჭავარიანი:
“მზიურის” გადაღება დავიწყეთ 2018 წელს. დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ Cine Doc Tbilisi ფარგლებში ინდუსტრიული პლატფორმის “სივილ პიჩის” მთავარი პრიზი მოვიგეთ და ამ მცირე თანხით დავიწყეთ გადაღება. “სივილ პიჩზე” ფილმის იდეა მოიტანა ცინასა ხუნდაძემ, რომელიც ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერია, მოგვიანებით შემოგვიერთდა “ტერა ინკოგნიტა ფილმსიდან” ნატო სიხარულიძე. ფილმი ჩემი მეგობრებისა, და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი გმირის მზიური გოგიჩაიშვილის დახმარებითა და კეთილი ნებით გადავიღე.

 

თემა შეუზღუდავია: უნდა იყოს თუ არა დაცული უმცირესობათა უფლებები? რას ფიქრობთ აბორტზე? ოდესმე ხომ არ შეგრცხვენიათ, ქართველი რომ ხართ? და რა ასაკამდე გჯეროდათ თოვლის პაპის არსებობის? ამჟამად ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ადგილს, რომელსაც ადრე „მზიური საქართველო“ ერქვა და ისინი სამუშაოს იმ ქვეყნებში პოულობენ, სადაც ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა უფრო ადვილია.”

 


საკუთარი პირადი ბრძოლებისა და მთავრობის წინაშე, რომელიც, როგორც ჩანს, ნაკლებად ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, „მზიური“ მომართულია პასუხების მისაღებად, მაშინაც კი, როდესაც ხალხი მას კარს ცხვირწინ უკეტავს.

ინტერვიუებიდან მიღებული პასუხებიდან პოსტსაბჭოური სახელმწიფოს დამაინტრიგებელი პორტრეტი ყალიბდება. ეს ელეგანტურად წარმოდგენილი, კადრს მიღმა დანახული საქართველო გთავაზობთ განმიარაღებლად გულახდილ შეხედულებას იმ უცხო ქვეყანაზე, რომელიც დასავლეთისთვის შედარებით უცნობი რჩება.

 


ორიგინალი: https://boxoffice.hotdocs.ca/websales/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.