ნახAT: მერაბ ნინიძისა და ბენედიქტ კამბერბეჩის ერთობლივი ეპიზოდი ახალი ფილმიდან
გააზიარე სტატია
ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ქართველი მსახიობი თავის ახალ ფილმში “კურიერი” ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობს. დღეს ფეისბუქზე მათი ერთობლივი სცენის მონაკვეთი გავრცელდა, რომელშიც ბრიტანელი და რუსი აგენტის დიალოგია ასახული. კადრები ფილმის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
“კურიერის” ჩვენება აშშ-ს კინოთეატრებში 19 მარტიდან დაიწყო. საბჭოთა აგენტის როლის შესრულებისთვის მერაბ ნინიძე BIFA-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვისაც იყო წარდგენილი.