fbpx

კრეატიული ვორქშოფი სტუდია უეინ მაკგრეგორთან ერთად


გააზიარე სტატია

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა იწყებს განცხადებების მიღებას ვორქშოფებში მონაწილეობის მსურველთათვის:

“ცოცხალი არქივი – კრეატიული ვორქშოფი სტუდია უეინ მაკგრეგორთან ერთად”

 

ინფორმაცია ვორქშოფების შესახებ:

კრეატიული ვორქშოფი ორიენტირებულია ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი ქორეოგრაფის, უეინ მაკგრეგორის შემოქმედებაზე “Living Archive”, რომელიც შეიქმნა A.I. (ხელოვნური ინტელექტი) ქორეოგრაფიული ინსტრუმენტის გამოყენებით და რომელიც შემუშავდა Google Arts and Culture Lab-თან თანამშრომლობით. 

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კომპანია  უეინ მაკგრეგორის ნაწყვეტებს და მასალებს 10 სოლო ნამუშევრიდან, რომლის განვითარების საფუძველზეც შეიქმნა სწორედ A.I ქორეოგრაფიული ინსტრუმენტი. მონაწილეებს ასევე შეეძლებათ გამოიყენონ A.I ინსტრუმენტი საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად და მაკგრეგორის შემოქმედებითი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

 

 

ინფორმაცია პერფორმანსის შესახებ:

Google-ის ხელოვნებისა და კულტურის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით Studio Wayne McGregor-მა შექმნა Living Archive – ხელოვნური ინტელექტის ქორეოგრაფიული ინსტრუმენტი, რომელიც მომზადდა ქორეოგრაფის, უეინ მაკგრეგორის ვრცელი რეპერტუარის ვიდეოებისგან და ასევე სოლო მასალისგან, რომელიც შექმნილია კომპანიის მიერ.

“ცოცხალმა არქივმა” რეალურ დროში სწრაფი დიალოგის საშუალებით გამოიყენა მოლეკულურ დონეზე შენახული შემოქმედებითი მოძრაობის პოტენციალი, რომელიც აძლიერებს ქორეოგრაფიული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ახლანდელი მოცეკვავეების კონტაქტს მათ წინამორბედებთან.

შემოქმედების იდეის ვარიაციებიდან, რომელიც შთააგონებს მუსიკოსს, თომას ადესს უნიკალური მოძრაობის ლექსიკასა და ვიზუალურ ენას Living Archive-სთვის, არის: AI პერფორმანსის გამოცდილების შექმნა, მხოლოდ ამ უცნაური და ელემენტარული ახალი სხეულით. ბენ კალენ უილიამსის დიზაინის ნამუშევარი მანიპულირებს ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილი ქორეოგრაფიის აბსტრაქტულ ვიზუალებს შეჩერებულ ვიდეოინსტალაციაში, რომელიც იკვლევს ცეკვის იდეებს, როგორც კოდს და პირიქით.

ორდღიან ვორქშოფებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ონლაინ ნახონ ამავე სახელწოდების პერფორმანსი უეინ მაკგრეგორის რეჟისურითა და ქორეოგრაფიით.

  • Direction: Wayne McGregor
  • ქორეოგრაფია: Wayne McGregor, in collaboration with the dancers
  • AI ქორეოგრაფიული ინსტრუმენტი შემუშავებული Google Arts & Culture Lab თანამშრომლობით.
  • მუსიკა: Thomas Adès ‘In Seven Days’
  • ვიდეოინსტალაცია: Ben Cullen Williams
  • განათება: ucy Carter

თავდაპირველად ასრულებდნენ: Joshua Berwick, Jordan James Bridge, Rebecca Bassett-Graham, Camille Bracher, Izzac Carroll, Maria Daniela González, Chien-Shun Liao, Jacob O’Connell and Kyle White

 

კომპანიის შესახებ:

სტუდია უეინ მაკგრეგორი არის ბრიტანელი ქორეოგრაფისა და რეჟისორის, უეინ მაკგრეგორის შემოქმედებითი “ძალა”, სხეულითა და სხეულთან ერთად ფიქრის მრავალწლიანი კვლევის სახლი. ეს არის პარტნიორთა კავშირი, რომლებიც იკვლევენ მოძრაობას, მხატვრულობას, აზროვნებას და პარტნიორობას. უეინთან ერთად, ეს კოლაბორაციული ქსელი მოიცავს მოცეკვავეებს, მწერლებს, კომპოზიტორებს, პროდიუსერებს, პროგრამულ ინჟინრებს, ვიზუალურ მხატვრებს, მეცნიერებს და ა.შ.

 

ინფორმაცია ონლაინვორქშოფებზე დასწრების მსურველთათვის:

ვორქშოფები განკუთვნილია პროფესიონალი და დამწყები მოცეკვავეებისთვის.

მონაწილეობის მსურველებმა 8 აპრილის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე: [email protected]

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: creative workshop with Studio Wayne McGregor

  • აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 8 აპრილი
  • ვორქშოფში მონაწილეთა რაოდენობა: 20
  • სამუშაო ენა: ინგლისური
  • თარიღები: 10, 11 აპრილი
  • დრო: 14:00
  • ხანგრძლივობა: 4 საათი
  • ვორქშოფები ჩატარდება ონლაინ.
  • ვორქშოფებში მონაწილეობა უფასოა
  • შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება  არაუგვიანეს 9 აპრილისა.

 

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.