fbpx

ქართული ბრენდების ორიგინალური დიზაინის საყელოები


გააზიარე სტატია

სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფაქტურის  საყელოები მოდური აქსესუარი 2020 წელს გახდა და მალევე მისი წარმოება საქართველოშიც აქტიურად დაიწყეს. 

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაზაფხულის დადგომასა და მზიან ამინდებთან ერთად, ეს ტრენდი კიდევ უფრო აქტუალური გახდება. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ ქართულ ბრენდებს, რომლებიც განსხვავებული და ორიგინალური დიზაინის საყელოების ქმნიან.

 

Lilesi • ლილესი

“ლილესი” ქუთაისური ბრენდია და იქ შეკერილი  საყელოების შეძენა შეგიძლიათ როგორც ინსტაგრამის და ფეისბუქის გვერდების მეშვეობით, ასევე, უცხოეთიდან შეკვეთის შემთხვევაში – საიტზე etsy.com.

შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მზა საყელოები, ასევე ინდივიდუალურად შეუკვეთოთ და წინასწარ შეათანხმოთ ფორმა, ფერი თუ ნაქარგი.

შეკვეთის შემთხვევაში, მოქარგული საყელოს დამზადებას 3-4 სამუშაო დღე სჭირდება, სადა, კლასიკური საყელოს დამზადებას კი – ერთი სამუშაო დღე. 

ფასები 27 ლარიდან 95 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო  ღირებულებას ემატება ტრანსპორტირების თანხა. საყელოები ფოსტის საშუალებით იგზავნება ქუთაისიდან. თუ მომხმარებელს სურს უახლოეს ფოსტაში აიღოს  გზავნილი, მაშინ 5 ლარი დაემატება, ხოლო სასურველ მისამართზე მიტანის შემთხვევაში -10 ლარი.

 

ემოსა • Emosa

“ემოსას” საყელოების შეძენა ონლაინ შეგიძლიათ, შეკვეთილ ნივთს კი მისამართზე 3-4 დღის განმავლობაში მიიღებთ. საყელოების შესაქმნელად კოტონის და აბრეშუმის მასალა გამოიყენება, ხოლო უახლოეს მომავალში 100%-იანი ბამბის მასალით შექმნიან საყელოებს.

სასურველი დიზაინის არჩევა “ემოსას” ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი, თუმცა მომხმარებლის სურვილსაც ითვალისწინებენ და შეთანხმების შემთხვევაში დიზაინში ცვლილებებს შეიტანენ.

საყელოების ფასი 50-დან 80 ლარამდეა. 

 

საყელო•Sakelo

“საყელოში” თუ უკვე მზა მოდელს შეუკვეთავთ, იმავე, ან მეორე დღეს მიიტანს კურიერი ადრესატთან, ხოლო თუ მარაგში არაა, ამ შემთხვევაში დამზადებას სამი დღე სჭირდება.

სამომავლოდ იგეგმება ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობაც, ამ ეტაპზე კი მხოლოდ იმ მოდელებზე იღებენ შეკვეთებს, რომლის დიზაინიც უკვე დევს მათ ინსტაგრამგვერდზე.

საყელოები ბუნებრივი ქსოვილისგან იკერება, ხოლო მათი ფასი მერყეობს 30-50 ლარის ფარგლებში და დამოკიდებულია მათ ზომაზე და გამოყენებული მასალის დიზაინზე. ასევე, აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ ეკოტყავით შეკერილი საყელოები, რომლის ფასიც 65 ლარის ფარგლებშია.

“საყელოში” აპრილიდან დედების და შვილების ხაზი ჩაეშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანების საყელოებთან ერთად, საბავშვოს შეძენასაც შეძლებთ.

Sheimo.se შეიმო.სე

შეიმო•სე-ს საყელოების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე მათ შოურუმში. 

საყელოები გამორჩეულია იმით, რომ ძირითადად მზადდება  ვინტაჟური ნატურალური ქსოვილით, მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით, თუმცა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაძლებელია პერსონალური საყელოს შექმნაც. 

საყელოების  ფასი მერყეობს 35-დან 60 ლარამდე.

 

Wabi.sabiattitude

Wabi.sabiattitude-ის საყელოების შეძენა  მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი – ინსტაგრამის და ფეისბუქის გვერდების მეშვეობით. ფასები 60-დან 80 ლარამდე მერყეობს, შეკვეთას კი კურიერი მოგიტანთ მისამართზე, რაც დამატებით 5 ლარი დაგიჯდებათ.

 როგორც წესი, საყელოები მარაგშია ხოლმე და მათი შეძენა ლოდინის გარეშე შეგიძლიათ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დიზაინის საყელო გაყიდულია, მის დამზადებას შეკვეთიდან 2-3 დღე სჭირდება.

ზოგი  საყელო  ისეთი მასალისგანაა შეკერილი, რომ ვეღარ იმეორებენ და უნიკალურია  იმით, რომ მხოლოდ 2-3 ცალი იკერება.  

 

Bowie • ბოუვი

ბოუვის საყელოების შეკვეთა ფეისბუქის გვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 საყელოების სხვადასხვა დიზაინის მზა მოდელები ონლაინაა წარმოდგენილი, რაოდენობის ამოწურვის შემდეგ კი შესაძლებელია სასურველი მოდელის ინდივიდუალურად დამზადება, რასაც საშუალოდ ერთი კვირა სჭირდება.

სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია საყელოს დიზაინის – ფორმის, ფერის  ან ზომის ცვლილება. 

საყელოების ფასი 40-59 ლარის ფარგლებშია და დამოკიდებულია მის დიზაინზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.