fbpx

მუსიკალური აპლიკაცია Stingray Music ქართველ მომხმარებლებს ახალ მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს


გააზიარე სტატია

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ახალ ათასწლეულში მუსიკის ფიზიკური ფორმატით გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა მუსიკის მოსმენა შეწყვიტეს. პირიქით, დღეს იმაზე უფრო მეტ მუსიკას ვუსმენთ, ვიდრე ოდესმე, უბრალოდ ახალი ონლაინ სერვისების გაჩენამ მუსიკასთან ურთიერთობის ფორმები პრინციპულად შეცვალა. დღეს მნიშვნელობა არ აქვს სად ვიმყოფებით: სახლში, ოფისში თუ ბუნებაში, მუსიკის მოსმენა შესაძლებელია ყველგან, სადაც ინტერნეტია.

მუსიკის მოსმენის ონლაინ სერვისებით სარგებლობას ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ შეგიძლია მილიონობით კომპოზიცია თან ატარო და მოუსმინო მაშინ, როდესაც გინდა. თუმცა კანადურმა კომპანიამ Stingray Group Inc გადაწყვიტა, რომ მუსიკის მოსმენა კიდევ უფრო საინტერესო გამოცდილებად ექცია და შექმნა მუსიკალური აპლიკაცია Stingray Music, რომელიც მომხმარებელს მუსიკის სამყაროში დაკარგვისგან იცავს.

ის, რაც თანამედროვე სთრიმინგ და მუსიკალურ სერვისებს ერთმანეთისგან განასხვავებს ხარისხსა და ფასს შორის მიმართებაა – ზოგი სერვისი შედარებით იაფია, ზოგი ნაკლებად ხარისხიანი, მაგრამ თუკი მუსიკასთან კომპრომისებზე წასვლა არ მოგწონს, Stingray Music ნამდვილად კარგი გამოსავალია.

Stingray Music საქართველოში „ბილაინთან“ პარტნიორობს, შესაბამისად მისი სერვისით სარგებლობა ამ ქსელის აბონენტებს, ექსკლუზიურად დაბალ ფასად შეუძლიათ. „ბილაინმა“ მუსიკის მოყვარულებისთვის სპეციფიკური ინტერნეტ პაკეტი შეიმუშავა – 3GB + Stingray Music – აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ 3GB ინტერნეტ პაკეტი, რომელსაც დამატებით ბონუსად Stingray Music-ის ერთთვიანი პრემიუმ პაკეტიც ახლავს. აღნიშნული ინტერნეტ პაკეტის გააქტიურების შემდეგ, როგორც iOS, ისე Android-ის საოპერაციო სისტემით სარგებლობისას, როდესაც Stingray Music-ის ჩამოწერას შეეცდებით, აპლიკაცია ავტომატურად დააფიქსირებს „ბილაინის“ სიმ ბარათის მქონე ტელეფონს და აბონენტს საშუალება ეძლევა პრემიუმ პაკეტით ისარგებლოს.

მნიშვნელობა არ აქვს რას უსმენთ, იქნება ეს ჩარტებში დაწინაურებული სიმღერები, კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები თუ უახლესი ჰიტები, Stingray Music-ზე ყველაფერს იპოვით. ბევრი სხვა მსგავსი პლატფორმისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა, რომ მომხარებელმა საკუთარი მუსიკალური ტრაექტორია თავად განსაზღვროს, როგორც განწყობის, ასევე აქტივობის, ჟანრის თუ ეპოქის მიხედვით. „ცხოვრების მომენტებს თქვენ ქმნით, ამ მომენტებისთვის შესაფერისი მუსიკის მოძებნა კი ჩვენ მოგვანდეთ“ – ამ აპლიკაციაში არსებული ათასობით მუსიკალური არხის უკან არა რობოტები და ალგორითმები, არამედ ადამიანები დგანან, რომლებიც თქვენი დახმარებით სწორედ თქვენთვის ქმნიან ფლეილისტებს. ან კონკრეტული ცხოვრებისეული მომენტის საუნდტრეკებს. თუ მუსიკის შერჩევის და მომსენის პროცესში ზედმეტი ბარიერებისგან განთავისუფლება გსურთ, აუცილებლად უნდა გამოსცადოთ Stingray Music და ის შთაბეჭდილებები, რომლებიც თქვენთვის სასურველ ადგილას ხარისხიანი მუსიკის მოსმენას მოაქვს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.