fbpx

Variety: ალექსანდრე კობერიძის ფილმს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აჩვენებენ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ქრისტოფერ ვურლიასი

 

პრესტიჟულმა ფრანგულმა გაყიდვების კომპანია Cercamon-მა ალექსანდრე კობერიძის ფილმის – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ ძირითადი გაყიდვა დაასრულა. ქართველი რეჟისორის ფილმის პრემიერა ბერლინის 2021 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც იგი მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა.

საამიროების ქალაქ დუბაიში მცხოვრებმა დამოუკიდებელმა სპეციალისტმა ქართულ-გერმანული ფილმის ჩვენების უფლება სტრიმინგ სერვის MUBI-სთან ერთად მრავალ ტერიტორიაზე მოიპოვა, მათ შორისაა: კანადა, აშშ, ლათინური ამერიკა, იტალია, თურქეთი, ინდოეთი და სხვა.


ალექსანდრე კობერიძის სურათი ასევე გაიყიდა გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში (New Wave Films), საფრანგეთში (Damned Films), ბენილუქსის ქვეყნებში (Mooov), ესპანეთში (Noucinemart), გერმანიაში (Grandfilm), ავსტრიაში (Polyfilm Verleih), საბერძნეთში (Ama Film), რუმინეთში (Bad Unicorn), ბალტიისპირეთის ქვეყნებში (A-One), ტაივანსა (Hooray Film) და ჩინეთში (Beijing Hugoeast).

მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს სკანდინავიის ქვეყნებთან, ისრაელთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან.

რომანტიკული დრამის სიუჟეტი წყვილზე, ლიზასა და გიორგიზე გვიამბობს, რომელთაც ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდებათ, თუმცა შეძლებენ თუ არა ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს,  მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული. 

 

ორიგინალი: https://variety.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.