fbpx

“ზუმერული მოდა მოდის” – რას აპირებს კომპანია ZOOMMER?


გააზიარე სტატია

არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ დღეს აქსესუარებს ადამიანების ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი ხშირად ჩვენს ხასიათს, განწყობასა და იდენტობას კარგად გამოხატავენ, თუმცა თანამედროვეობაში ბევრი ცვლილება ხდება. ტრადიციული აქსესუარები ფუნქციურად დატვირთულმა გაჯეტებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას ამარტივებენ და თან პარალელურად, მათ სტილს გამოხატავენ. მაგალითად, საათები ბევრი ადამიანისთვის უკვე Apple Watch-თან ასოცირდება, ხოლო ყურსასმენები მისი დახვეწილი დიზაინისა და პრემიალურობის გამო, ცხოვრების სტილის ნაწილი გახდა.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, ზუმერის ფეისბუქის გვერდზე, დღეს ახალი ვიდეო გამოჩნდა. კომპანიისგან ჩვენ არაერთი ვირუსული ვიდეო გვინახავს და ზუმერისგან არც ინოვაციები გვიკვირს, თუმცა ფაქტია, რომ ახლა საქმე რაღაც ახალთან და საქართველოში უპრეცენდენტო კოლაბორაციასთან გვაქვს.

ვიდეო, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობთ, ზუმერისა და ANOUKI-ს თანამშრომლობას წარმოადგენს. კადრებში ვხედავთ ეფლის, სხვადასხვა, ყველაზე ტრენდული აქსესუარებითა და ANOUKI-ს ტანსაცმლით მოდელს, რომელსაც ვოისოვერად მუსიკა და ფრაზა “მოირგე, რას ელოდები?” გასდევს.

რას უნდა ნიშნავდეს ეს?  შესაძლოა, ზუმერი მოდის სფეროში აპირებს საკუთარი ბრენდის გაფართოებას. ფაქტია, რომ დღეს მოწყობილობები, რომელსაც ვიყენებთ, მხოლოდ სამომხმარებლო პროდუქტს არ წარმოადგენს და ჩვენი ცხოვრების სტილის ნაწილია.

“ახალი აქსესუარები მოდის”, “ზუმერული მოდა მოდის” – ეს წარწერები გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ვარაუდი შესაძლოა მართალი იყოს. თუ ეს მართლაც ასეა, საინტერესო იქნება როგორი გაგრძელება ექნება ამ სერიას და აპირებს თუ არა ზუმერი სხვა ბრენდებთან კოლაბორაციას.

პირველ ეტაპზე, მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიამ ახალი კამპანია წამოიწყო და მის გაფართოებას დიდი ყურადღებით დაველოდებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.