fbpx

Bad dogs – გიორგი კონტრიძის პერსონალური გამოფენა


გააზიარე სტატია


ავტორები: გიორგი ნაზღაიძე, ზუკა ცირეკიძე

ფოტო/ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე

10 აპრილის ჩათვლით “ფაბრიკის” ნაწილი VA[A]DS-ის მესამე კურსის სტუდენტის, გიორგი კონტრიძის პერსონალურ გამოფენას ეთმობა. 

Bad Dogs / ცუდი ძაღლები – ასე ჰქვია გამოფენას, რომელშიც ავტორმა ქაღალდზე შესრულებული სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები წარმოადგინა.

ჩვეულებრივ, ავტორი მუშაობს ტილოზე, ხოლო ამ შემთხვევაში იაფფასიან ქაღალდზე ხატვამ მას მეტი თავისუფლება მისცა – ის თამამად იწყებს პირდაპირ ქაღალდზე მუშაობას და არ ცდილობს შეცდომების გამოსწორებასა და ნახატის დასრულებას.

ავტორის ძირითად ინსპირაციას ანიმაციური ფილმები, სხვადასხვა სახელმძღვანელო წიგნის ილუსტრაციები და მასობრივი მედია წარმოადგენს, რაც შემდგომ მისივე ნამუშევრებში აისახება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.