fbpx

რას ხედავთ როცა ცას უყურებთ?! – აზრის თავისუფლება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თორნიკე ბზიავა

მაშინ როდესაც კინოს დიდი ნაწილი გარკვეულ მარწუხებში მოექცა, რაც შესაძლოა ჭარბი ინფორმაციის თუ ცვლილებების გამო მოხდა და ბევრი ავტორი, ასე ვთქვათ, “იძულებითი” იდეების რეალიზების წინაშე დგას, ასევე იქმნება ფილმები, რომლებიც კინემატოგრაფიულ სინამდვილეში და განსხვავებულ სამყაროში გაბრუნებს.

ასეთი უცნაური გრძნობა დამეუფლა ჩემი მეგობრის, ალექსანდრე კობერიძის ფილმის ცქერისას. განსაკუთრებული კინოს ყურებისას ყოველთვის ისაა მნიშვნელოვანი, თუ როგორ სამყაროს გიჩვენებს რეჟისორი. განსაკუთრებით,  როცა მახსოვრობის ბაზა შევსებულია სხვადასხვა დროის ახლებურ-ძველებური კინოთხრობით თუ განსხვავებულად დანახული სამყაროს ასახვის სურათებით.

 

თანამედროვე  ქართველი საინტერესო რეჟისორები, შეძლებისდაგვარად ახლებურ შესაძლებლობებს და ხედვებს წარმოადგენენ, რომელიც თავისუფალია ამ გარკვეული “მეინსტრიმულ ვალდებულებათა” ჩარჩოებისგან. როდესაც თემები უკვე გაუსაძლის ტენდენციებს ქმნიან, ჩნდება სურვილი ნახო სამყარო, რომელიც ახლებურად გაჩვენებს, თუნდაც ნაცნობ ან გაგონილ ამბებს თუ მოვლენებს.

ქუთაისში მომხდარ  ისტორიაში, რომელსაც ისე შევყავართ პირობით სამყაროში, რომ თავისუფლად მივყვებით უცნაურ ამბავს, აღარ გვახსენდება ამა თუ იმ ნაცნობ დრამატურგიაზე აგებული სტრუქტურები. ამ ზღაპრულ პრინციპზე აგებული მთავარი ამბის გარშემო ბევრი შრეა, რომელშიც ცხოვრობს ხალხი, ასევე ძაღლები, მცენარეები, ნივთები, თავიანთი სურვილებით  და განცდებით.

როდესაც უამრავი ეგრეთ წოდებული “აქტუალური თემებით” შემოტმასნილი უთვალავი კინემატოგრაფისტი პესიმისტურად დანახულ “დრამატულ“ ისტორიებს გვთავაზობს, რასაც ასეთივე, მრავალი ერთგვარად გაფანატებული კინოკრიტიკოსი მოჰყვება უკან, რომლებიც თითქოს კინოს გზას, ხშირად მხოლოდ “აქტუალურ თემებსა“ და უკვე გარკვეული სტილით მონათხრობ ფილმებში ხედავენ, გამონათებაა ისეთი კინო, რომელიც ადამიანის დადებით და ნათელ მხარეებსაც გვიჩვენებს.

სადაც ასევე ჩანს კულტურა თუ პოსტკულტურა,  კოლექტიური მახსოვრობის ეპიზოდები, რისი ერთიანობაც ხშირად ერთგვარი აპოკალიფსის საწინააღმდეგიცაა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.