fbpx

მეამას კაპუჩინატორი – მიიღე სრულყოფილი გემო უკვე სახლშიც


გააზიარე სტატია

მიესალმეთ „მეამას“ ყავის კუთხის ახალ წევრს, კაპუჩინატორს – რძის ამომყვანს, რომელიც ევროპული ფორმატის კაფსულებით მომზადებულ ესპრესოსთან ერთად არომატულ კაპუჩინოს, ლატეს და რძეზე დაფუძნებული ყავის სხვა სასმელებს მარტივად, სულ რამდენიმე წამში, პროფესიონალურად ამზადებს. ეს პატარა, ყოვლისშემძლე ხელსაწყო, იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მას შეუძლია, რძე ბოლომდე ამოიყვანოს, რძის ქაფიც გააკეთოს და თვითონვე გამოირთოს მაშინ, როცა თქვენი საყვარელი სასმელი უკვე მზად იქნება…

 

სანამ კაპუჩინატორს უფრო ახლოს გაგაცნობთ, ჩაინიშნეთ გემრიელი და უმარტივესი რეცეპტები:

  • კაპუჩინო – 100 მლ რძე + 1 პორცია ესპრესო
  • ლატე – 130 მლ რძე + 1 პორცია ესპრესო
  • მაკიატო – 1 პორცია ესპრესო + 1 ს/კ ამოყვანილი რძის ქაფი

ახლა კი დავუბრუნდეთ კაპუჩინატორს. უკვე ყველანი ვთანხმდებით, რომ „მეამამ“ პროფესიონალურად მომზადებული ყავა ჩვენს სახლებში შემოიტანა და დღეს, როცა ხარისხიან ყავაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, სწორედ ფერად-ფერადი კაფსულები გვახსენდება. ამ მხრივ, განსაკუთრებულად განებივრებულები არიან ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის მომხმარებლები, თუმცა, კაპუჩინოს, მაკიატოსა და ლატეს მოყვარულებს სახლში საყვარელი სასმელის პროფესიონალურად მომზადება მაინც უჭირთ. რა თქმა უნდა, ყავაზე  რძის დამატება ახლაც შეიძლება, თუმცა ასე მომზადებული სასმელი მაინც რძიან ყავას უფრო ჰგავს, ვიდრე რომელიმე ზემოთ ხსენებულს. არადა, კაპუჩინოს მთავარი ხიბლი ღრუბელივით ფუმფულა ნაზ ქაფსა და რძეშია. სწორედ ამიტომ, „მეამამ“ გადაწყვიტა, კაპუჩინოს, მაკიატოსა და ლატეს მოყვარულებისთვის საქმე გაემარტივებინა და პროფესიონალური რეცეპტების დასამზადებლად, მათ კაპუჩინატორი შესთავაზა.

კაპუჩინატორი პატარა ზომის, მარტივი და სწრაფი ხელსაწყოა, რომელიც ელექტროენერგიის წყაროზე ერთდება და ორიოდე წუთში ახერხებს რძის ამოყვანასა და ქაფის მომზადებას. საკმარისია ღილაკს თითი დააჭიროთ – სხვა დანარჩენზე კი კაპუჩინატორი იზრუნებს. იმასაც კი თვითონ მიხვდება, როდის უნდა გამოირთოს და „გახაროთ“, რომ რძე და რძის ქაფი არომატული კაპუჩინოს მოსამზადებლად უკვე მზად არის. გირჩევთ, კაპუჩინატორს საქმიანობაში ხელი არ შეუშალოთ და მექანიკურად არ გამორთოთ. თუ მას „თავის ნებაზე“ მიუშვებთ, ყველაფერს შესაშური პროფესიონალიზმით გააკეთებს.

იმისათვის, რომ კაპუჩინოს, მაკიატოსა ან ლატეს საუკეთესო ვერსიები მომზადდეს, გირჩევთ, „მეამას“ ევროპული ფორმატის ყველაზე ინტენსიური გემო (კაფსულა 08) გამოიყენოთ. ეს ყავის არომატს მაქსიმალურად შეინარჩუნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არჩევანი თქვენზეა – კაპუჩინატორის გამოყენება ყველა კაფსულასთან შეგიძლიათ და თუ ყავის დალევა საღამოს მოგინდებათ, უკოფეინო „მეამაც“ თქვენს განკარგულებაშია. პორციები, რასაკვირველია, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის ჭიქას იყენებთ და რა ინტენსივობის ყავას სვამთ.

მოკლედ, ეს ის სიახლეა, რომელიც აუცილებლად საკუთარ თავზე უნდა გამოცადოთ. თუ „მეამას“ კუთხე ჯერ არ მოგიწყვიათ, პირველ რიგში, გირჩევთ, სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლოთ და სახლში ნამდვილი, სურნელოვანი და ხარისხიანი ყავის პატარა კუნძული აიშენოთ. შემდეგ კი, აპარატის ფერის შესაბამისად, თეთრი ან შავი კაპუჩინატორი აირჩიოთ. თქვენ კი, ვინც უკვე დიდი ხანია, „მეამას“ ოჯახს შეუერთდით, თავადაც იცით, როგორ უნდა მოიქცეთ – კაპუჩინატორები უკვე  „მეამას“ ნაცნობ ონლაინ მაღაზიასა და სივრცეებში გელიან!..

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.