fbpx

საკრალური გეომეტრია – Rooms Studio და შოთიკო აფციაური


გააზიარე სტატია

ფოტოები: თინა ასათიანი, გიორგი დადიანი, ჯიჯი რეჯინი

 

მაგიდა, ორი სკამი და შანდალი – ხელოვან შოთიკო აფციაურისა და Rooms Studio-ს  თანამშრომლობის შედეგად სანთლისაგან ჩამოსხმული და გათლილი საკოლექციო ობიექტები შეიქმნა. საკრალური გეომეტრია ყველაზე არამდგრადი მასალისგან ისეთი ნივთების დაბადების მცდელობაა, რომელიც დროს გაუძლებს და  მყარი ფორმების და სტრუქტურების მეშვეობით თავის ქიმიურ ბუნებასთან მიმართებაში ახალ ფორმად ჩამოყალიბდება. 

„საკრალური გეომეტრია“ დნობადი და გაქრობადი მასალის გამყარების და უკვდავყოფის მცდელობაა. ცვილის წარმავალი მასალის დაპირისპირება სტაბილურ და მყარ ფორმასთან იმეორებს ადამიანის შინაგან კონფლიქტს სიკვდილთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, ამ სერიაში აისახება წარმავლობის შიში, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში და ფორმაში გვაქცევს.  

თითოეული სანთლის ფიგურა თავისთავად მარტივია, მაგრამ ერთობლიობაში ობიექტები ქმნიან გეომეტრიულ და ფუნქციურ კავშირს და გვევლინებიან ყოველდღიური მოხმარების საგნებად – მაგიდები ან/და სკამები, რომელთა არსობრივი დატვირთვა წარმავლობასთან შეუგუებლობა ანდა პირიქით, შეგუებაა. 

პანდემიის პერიოდში Rooms Studio-მ ასევე ითანამშრომლა სალომე ჩიგილაშვილთან და მარიანა ჭყონიასთან. ამ ერთობლივად შექმნილი ობიექტების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში ბაზალეთის ტბაზე იგეგმება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.