fbpx

ახალი და გამორჩეული კამპანია ზუმერისგან – როგორ დამეგობრდნენ ქართული მოდა და ტექნოლოგიები


გააზიარე სტატია

ტექნოლოგიებმა ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მათ შორის, ჩვენი ჩაცმის სტილი და გარეგნობა, რომელსაც ხშირად ჩვენს გაჯეტებს ვუხამებთ. ალბათ გახსოვთ ის დრო, როცა ჩვენს ტანისამოსს ერთმანეთის შესაფერისად ვარჩევდით. დღეს კი, უფრო მეტად საკუთარი ეარპოდების, Apple Watch-ის ან თუნდაც მობილურის ქეისის ფერთან ვახამებთ. ამაში უცნაური არაფერია, რადგან ყურადღებას დიდ წილად სწორედ ჩვენი ტექნოლოგიური აქსესუარები იქცევს.

ამიტომაც არის, რომ დღეს ტექნოლოგიები აღარ არის ცალკე მდგომი სფერო და მას ბევრი რამ აერთიანებს მოდასთან, ცხოვრების სტილთან და ჩვენი ცხოვრების სხვა განუყოფელ პროცესებთან. ამ სიახლოვისა და კავშირის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია კომპანია ზუმერის მიერ დაწყებული ახალი საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც საქართველოში პირველად ხდება და ყველასგან გამორჩეულია.

“მოირგე, რას ელოდები?” – ეს საუნდბაიტი ალბათ უკვე თქვენც აგეკვიატათ და არც ჩვენ დავრჩენილვართ გულგრილები. ზუმერმა მოდის სფეროში გამორჩეულ ქართულ ბრენდებთან თანამშრომლობა დაგვიანონსა და ესთეტიურად მიმზიდველი ვიდეო-რგოლებიც შემოგვთავაზა. ეს კოლაბორაცია მოიცავს ისეთ ბრენდებთან დამეგობრებას, როგორიცაა Giovanni Morra, Crosty, Avtandil და Anouki. შესაძლოა, ეს სია გაფართოვდეს, თუმცა ამის შესახებ ჩვენ ჯერჯერობით არაფერი ვიცით.

ამ კამპანიით ზუმერმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დღეს ჩვენს გაჯეტებს მხლოდ ფუნქციური დატვირთვა კი არ აქვს, არამედ ისინი ჩვენი სტილისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სარეკლამო რგოლებში ჯოვანი მორასა და ქროსთის დამფუძნებლების გამოჩენა, ამის კიდევ ერთი დადასტურებაა, რადგან მოდის შემქმნელებიც და დიზაინერებიც კოლექციაზე მუშაობის დროს აუცილებლად ითვალისწინებენ გაჯეტების როლს ჩვენს ცხოვრებაში.

გარდა ამისა, კამპანია ხაზს უსვამს (და ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ) იმასაც, რომ საქართველოში მაღალი დონის ბრენდები არსებობენ, რომლებიც მსოფლიო მასშტაბის კოლექციებს ქმნიან და არც ამ სფეროში ჩამოვრჩებით ვინმეს. სწორედ ამიტომაცაა ეს კამპანია ინოვაციური და საინტერესო, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებთ.

ბოლოს კი თქვენც გკითხავთ: ახალი აქსესუარები მოდის, მოირგეთ, რას ელოდებით?


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.