fbpx

ანდრო ერაძის გამოფენა ნიუ-იორკის New Museum-ში 20 აპრილს გაიმართება


გააზიარე სტატია

New Museum აგრძელებს ტრადიციულ Screens Series, სადაც ამჯერად პლატფორმას ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ ქართველ არტისტს, ანდრო ერაძეს უთმობს.

20 აპრილს ანდრო ერაძე Screens Series-ის ფარგლებში 3 ვიდეოს წარადგენს.

არტისტი ორიგინალური მუსიკით – ცხოველების, მცენარეებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ხმების დახმარებით იმ სივრცეს გვიჩვენებს, რომელშიც ადამიანური თუ არაადამიანური ბუნება ერთიანდება.

შედეგად, ვხედავთ ურთიერთკავშირს ამ ყველაფერს შორის და გვახსენდება ის  პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ, მთელ მსოფლიოს გვაკისრია.

27 წლის ანდრო ერაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში.  წარსულში მის სახელს უკავშირდება ისეთი შთამბეჭდავი გამოფენები, როგორიც არის: “Mouth of Darkness”, “Ocean”, “My Silent Response is Your Blind Guide” და სხვა.

აღსანიშნავია, რომ New museum 1977 წელს ნიუ-იორკში დაარსდა და მას შემდეგ ის სრულად ეთმობა მსოფლიო ხელოვნებას.



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.