ROOMS STUDIO მექსიკაში – “უკანასკნელი ბინადარი”
ფოტოები: Ricardo J. Acuña, Tom de Peyret, ლევან მაისურაძე
“უკანასკნელი ბინადარი” – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც მექსიკაში, მასა გალერეაში ქეთი თოლორაიას და ნატა ჯანბერიძის Rooms Studio-ს მონაწილეობით მარტში გაიხსნა და 19 მაისამდე გაგრძელდება.
გამოფენაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ხელოვანები და დიზაინერები, როგორებიც არიან Ana Pellicer, Carlos Amorales, Milena Muzquiz, Jose Dávila, Ruben Ortiz Torres, Jorge Yázpik, Héctor Esrawe და სხვები. „უკანასკნელი ბინადარი“ მასა გალერეას მეოთხე გამოფენაა, მისი კურატორი არტისტი მარიო გარსია ტორესია.
ROOMS STUDIO: მასა გალერიასთან უკვე მეორედ ვთანამშრომლობთ და გვიხარია რომ მათი ხედვა ესე ზუსტად დაემთხვევა ჩვენსას.
გალერეის იდეა დიზაინსა და ხელოვნებას შორის საზღვრის დარღვევაა. მათი კურატორობით შექმნილი თითოეული გამოფენა არა მხოლოდ ობიექტებს მოიცავს, არამედ ამბავს თხზავს (ყვება), აშენებს, შეკითხვებს აჩენს, ანათლებს, თვითდაკვირვების საშუალებას გაძლევს და პროვოცირებას ახდენს.
გამოფენისთვის, ჩვენი დიზაინით შექმნილი 15 ცალი სკამი – თვალი დამზადდა მექსიკაში, რომელიც მიმოფანტულია „უკანასკნელი ბინადრის“ სახლში. უჟანგავი ფოლადის სკამი თავისი სიმარტივით და გეომეტრიულობით გამოირჩევა. ჩვენი ობიექტის თვალის ფორმა, სიმბოლურად ეხმიანება უკანასკნელი ბინადარის ცხოვრებას, რომლის მთელი დრო ნივთებზე აუღელვებლად დაკვირვების პროცესი იყო.
უკანასკნელი ბინადარი – მექსიკო სითის უცნობ მისამართზე პალმას ქუჩა 1145 ში გაიმართა.
ამ თეთრი უცნაური სახლის შესახებ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ როგორც კი სახლში შედგავ ფეხს, მარტივად შეძლებ მისი წინა ცხოვრების წარმოდგენას. ეს გამოფენა ზუსტად ამ პირობით (pretend) დროზე არის აგებული, რომელიც დამთვალიერებელს სჭირდება რომ მის წარმოსახვაში ამ იმიჯებმა და ისტორიებმა შესძლონ გაცოცხლება.