fbpx

ყველაფერი, რასაც ჩემს თავს დავპირდი – VA[A]DS-ის კურსდამთავრებულების გამოფენა ფაბრიკაში


გააზიარე სტატია

ავტორები: გიორგი ნაზღაიძე, ზუკა ცირეკიძე

ფოტო/ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე

 

 “ფაბრიკისნაწილი  VA[A]DS-ის კურსდამთავრებულების, სალომე ჯოხაძის, ანნა ჯიბლაძის და ანასტასია ახვლედიანის გამოფენას  –  ”ყველაფერი, რასაც ჩემს თავს დავპირდი” დაეთმო, რომელიც 21 აპრილს დასრულდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ  სამივე ხელოვანი წლების განმავლობაში ერთ სივრცეში მუშაობდა, ეს მათი პირველი საერთო პროექტია.

მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული მძიმე ფონი, მასობრივი უიმედობის ტალღა და სტაგნაციის მდგომარეობამდე მისული სასიცოცხლო ენერგიები, ისევე როგორც ყველასთვის, ხელოვანებისთვისაც ძალიან რთული გამოწვევა აღმოჩნდა.

როგორ გაჩნდა გამოფენის იდეა და რა არის მისი ძირითადი გზავნილი?

როცა კონცეფციაზე დავიწყეთ ფიქრი, მივხვდით, რომ ახლა, როცა ყველაფერი გაჩერებულია და მათ შორის ხელოვნებაც, არტისტს არ აქვს გაჩერების დრო და მნიშვნელოვანია  ასეთ ვითარებაში სტაგნაციაში არ ჩავარდე. 

ამ ყველაფერს თითქოს მექანიკური სახე მიეცა –   ყოველდღიურად უნდა გვემუშავა და რაიმე ახალი  შეგვექმნა.

რა კავშირია სამივე არტისტის ნამუშევრებს შორის?

სტილისტური განსხვავების მიხედვით, თითქოს რთულია კავშირი აღიქვა ჩვენს  ნამუშევრებს შორის, თუმცა სამივე არტისტი საკმაოდ მჭიდრო შემოქმედებით  დამოკიდებულებას ვგრძნობთ.  ვფიქრობ, თემიდან გამომდინარე იმდენად მოვახდინეთ ერთმანეთის ნამუშევრებზე გავლენა, რომ შესაძლოა დამთვალიერებელს ერთი შეხედვით გაუჭირდეს გაარჩიოს,  ვის რომელი  ეკუთვნის. 

ერთი მხრივ, ამ მდგომარეობაში ხელოვნება თითქოს კარგავს თავის მნიშვნელობას, თუმცა ხელოვანებისთვის  შემოქმედებითი პროცესის ერთ ადგილზე გაჩერება საკმაოდ საშიში და მძიმე ვითარებაა.  ასეთ პერიოდში მუშაობა ზოგჯერ მექანიკურ პროცესს ემსგავსება, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, თვითგადარჩენისკენაა მიმართული და რომლისთვისაც ძალის გამოსანახავად არსებობს პირობა, რომელსაც საკუთარ თავთან დებრომ არ გაჩერდე, რადგან სხვა გზა არ არის.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიც ამ პირობითაა შექმნილი და  ხელოვანებისთვის კრიზისულ პერიოდში არსებობის მექანიზმს და ამ პერიოდის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.