fbpx

“ახალი დრამის ფესტივალი” 2021 წლის სეზონისთვის აპლიკაციების მიღებას აცხადებს


გააზიარე სტატია


2021 წლის სეზონი ახალი დრამის ფესტივალისთვის  განსხვავებულია. რაც გამოწვეულია არა იმდენად პანდემიით, რამდენადაც სურვილით, რომ პროექტმა მოიცვას მეტი ახალგაზრდა ხელოვანი და სამომავლოდ აღმოაჩინოს ახალი ავტორები, რომლებთან ერთადაც დაგეგმავს შემდეგ   სეზონებს. 

ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია დრამატული ხელოვნების არა აბსტრაქტული, არამედ რეალური პლატფორმის შექმნა. პლატფორმის, საიდანაც  პოზიციონირება და თვითგამოხატვა იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და ხელმისაწვდომი დაინტერესებული ახალგაზრდა არტისტებისთვის, განურჩევლად მათი გამოცდილებისა. 

ფორუმი მონაწილეობისთვის ელის დრამატურგებს, მსახიობებს, რეჟისორებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, მოძრაობის არტისტებს ან მათ, ვისაც  სურვილი აქვს ამ მიმართულებებით განვითარდნენ და საკუთარი თავი გამოცადონ. 

ახალი დრამის ფორუმი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: 

  • შეხვედრებსა და დისკუსიებს   
  • არტისტებისთვის საინტერესო თემების და საკითხების განხილვას 
  • მონაწილე არტისტებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობების და რესურსების შეთავაზებას  
  • არტისტების ურთიერთგაცნობით არტისტულ ღონისძიებებს  
  • არტისტების ახალი იდეების განვითარებას 
  • არტისტების ახალი იდეების განხორციელებას 

მონაწილეობის მსურველებს არ ექნებათ არანაირი ვალდებულება. პროცესიდან გასვლა შეეძლებათ ნებისმიერ დროს. მაგრამ ისინი, ვინც დარჩებიან, ფორუმის ბოლო ეტაპზე საკუთარ ახალ, ინდივიდუალურ ან  კოლაბორაციულ ნამუშევრებს წარუდგენენ ფართო აუდიტორიას. წარდგენისთვის კი ფორუმს აქვს სხვადასხვა ფორმატები და შესაძლებლობები. 

სამუშაო პროცესი და არტისტული ღონისძიებები განხორციელდება: 

  • მწერალთა სახლში, ღია სივრცეში, თბილისის საჯარო სივრცეებში. 

 

პროექტის ორგანიზატორები არიან:

  • “დიალოგის და განვითარების სახლი” 
  • “მწერალთა სახლი” 
  • “ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის” 

მხარდამჭერები (ამ ეტაპისთვის ☺ )

  • თბილისის მერია  
  • “თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021” 
  • “არტარეა” 

მხარდამჭერების ჩამონათვალი განახლებადია ☺

ფორუმის პროგრამის დეტალური აღწერისა და ანალიზისთვის  მომავალ კვირაში რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია გაიმართება. 

გთხოვთ თვალი მიადევნოთ ჩვენს გვერდს და  “ივენთებს”

 

მონაწილეობის მსურველებმა კი უკვე შეგიძლიათ მოგვწეროთ:   

მოგვწერეთ: 

  •  სახელი და გვარი, 
  • საკონტაქტო ელფოსტა და ნომერი, 
  • პროფესია ან  სახელოვნებო მიმართულება, რომლითაც ხართ დაინტერესებული.  

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.