fbpx

სააღდგომო შეთავაზებები და აქსესუარები


გააზიარე სტატია

გაზაფხული არის აღდგომა, არა რელიგიურ ჭრილში, არამედ შინაარსობრივად. წელიწადის ეს დრო გამოცოცხლების ფაზაა, გამოფხიზლების და განახლების. ამ პერიოდში ყველა ადამიანი თავისებურად საგაზაფხულო განწყობისა და ხასიათის ძიებაშია, შესაბამისად ვცდილობთ აღმოვაჩინოთ ახალი ნივთები, განვაახლოთ ინტერიერი, სააღდგომო სუფრას შევმატოთ ესთეტიკა, ერთმანეთი გავახალისოთ მცირედი საჩუქრებით.

ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგიმარტივოთ ძიების პროცესი და წარმოგიდგენთ საგაზაფხულო/სააღდგომო გამორჩეული ობიექტები, კოლექციები, რომლებიც სპეციალურად ყოველი წლის ამ პერიოდისთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით იქმნება.

Moodo Store

ინსტაგრამი: https://www.instagram.com/moodo.store/

სიმყუდროვე და სიმშვიდე თქვენს ინტერიერში – Moodo Store უნიკალურ აქსესუარებს წარმოგიდგენთ თქვენი სახლისთვის. სააღდგომოდ კი სრულიად განსხვავებულ და გამორჩეულ კოლექციას გთავაზობთ. Moodo Store-ის პროდუქციას თავისებური ხასიათი აქვს, მაგიდის გადასაფარებლები, რომელსაც თქვენი სააღდგომო სუფრისთვის აღმოაჩენთ მოქარგულია და შექმნილია ვახუშტი ბატონიშვილის-ბაგრატიონის გეოგრაფიული ატლასის გერბების ინსპირაციით.

White Studio

კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო White Studio სააღდგომო კოლექციას გთავაზობთ. ამ სივრცეში თქვენ აღმოაჩენთ ქართველი კერამიკოსებისა და მხატვრების გუნდის მიერ შექმნილ საავტორო ნამუშევრებს. ჭრელი სუფრები, სააღდგომო თემატიკით მოხატული ჭურჭელი, დეკორაციები და უნიკალური ხელნაკეთი  კერამიკის კვერცხები – White Studio-ს პროდუქცია თქვენს სააღდგომო სუფრას ესთეტიკას, საგაზაფხულო განწყობასა და ხასიათს შემატებს.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში White Studio-ს სააღდგომო კოლექცია შეგიძლიათ  10%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.

Moon Rabbit Shop

ინსტაგრამი: https://www.instagram.com/moon_rabbit_shop/

Moon Rabbit Shop-ში თქვენ აღმოაჩენთ ნატო ბაგრატიონისა და სოფო კობახიძის ხელნაკეთ, ხის კურდღლების მრავალფეროვან არჩევანს. ხელით მოხატული, სხვადასხვა ფერისა და ხასიათის მქონე კურდღლები თქვენს სააღდგომო სუფრას ესთეტიკასა და განწყობას შემატებს. ასევე, იდეალურია სააღდგომო საჩუქრად. კურდღელი ბოლო წლებია ჩვენი სააღდგომო დეკორაციის ნაწილი გახდა. ზოგადად,

კურდღელი ლუთერანული, კათოლიკური, ბაპტისტური, ანგლიკანური და პროტესტანტული სამყაროს სააღდგომო ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი დეკორაციაა.

აღდგომის დეკორატიულ სიმბოლოდ კურდღლის გამოყენება ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გერმანიაში იღებს სათავეს. ამ პერიოდში, არსებობდა რწმენა, რომ აღდგომის ღამეს ბავშვებისთვის საჩუქრად ფერადი კვერცხები კალათით კეთილ, ჯადოსნურ თეთრ კურდღელს მიჰქონდა.

ჯი.ვინო

სააღდგომო სუფრა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ონლაინმაღაზია www.gvino.me გთავაზობთ ნატურალურ, ბუნებრივი გზით დაყენებულ ქართულ ღვინოს. ამ სივრცეში წარმოდგენილი ღვინო დამზადებულია მხოლოდ ყურძნის წვენისგან, არ შეიცავს არანაირ საღებავს, ხელოვნურ საფუარს ან დამატებითი ნივთიერებებს გემოსთვის. ჯი.ვინოს მთავარი იდეა სწორედ ეს არის – აღმოაჩინოთ ღვინის ნამდვილი და უნიკალური გემო. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ ჯი.ვინოს პროდუქცია სააღდგომოდ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია  შეიყვანოთ პრომოკოდი: STAYNATURAL 

Identity Candles

 

View this post on Instagram

 

A post shared by identity (@identity_candles)

სანთელი ნებისმიერ ინტერიერში თავისებურ განწყობასა და ხასიათს ქმნის. მით უმეტეს როდესაც ამ სანთელს თავისი ფორმა და მნიშვნელობა აქვს. Identity Candles წარმოგიდგენთ სააღდგომო კოლექციას – კვერცხის ფორმის ცვილის ფიგურებს, რომლებიც თქვენის სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაანთოთ ან დეკორის სახით დადოთ სააღდგომო სუფრაზე.

გასტრონომი

მაღაზია “გასტრონომში” თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეგიძლიათ სააღდგომო ნაკრები 10%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ. თუ ჯერ არ იცით, გეტყვით, რომ მაღაზია “გასტრონომი” აერთიანებს მცირე წარმოების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. “გასტრონომის” სააღდგომო ნაკრებიც სწორედ ასეთი საუცხოო და გამორჩეული პროდუქციითაა დაკომპლექტებული:

  • ASTORIA-ს ცქრიალა ღვინო პროსეკო, რომელსაც სპეციალურად შერჩეული და მოწეული ყურძნით აწარმოებენ;
  • Maine-ს იტალიური პასქა-პენეტონე;
  • Baci Perugina-ს იტალიური შოკოლადები;
  • JACOBSEN-ის ესპანური ორცხობილა გლუტენის გარეშე;
  • Bubo-ს შოკოლადის ფილა;
  • Barbera – ყავა არაბიაკა.

“გასტრონომის” სააღდგომო ნაკრები სადღესასწაულოდ შესანიშნავი სასაჩუქრე იდეაა.

Communal Craft

 

View this post on Instagram

 

A post shared by Communal Craft (@communalcraft_)

ქართულ აღდგომას ალბათ ყველაზე ოსტატურად ნიკო ფიროსმანი აღწერს. პრიმიტივისტმა მხატვარმა ეს დღესასწაული არა ერთ ნახატში ასახა, მისი თვალით დანახული აღდგომის გამორჩეული ნიშანი სისადავეა. სწორედ ნიკალას სადა და ამავდროულად მდიდარი აღდგომა გახდა Communal Craft-ის საგაზაფხულო/სააღდგომო კოლექციის ინსპირაცია. ამ სივრცეში წარმოდგენილი ჭრელი ობიექტები, ფერები, ყვავილები, ნივთები საოცარ სინთეზშია ერთმანეთთად. თქვენ აქ აღმოაჩენთ გულდასმით შერჩეულ ობიექტებს, საგაზაფხულო დეკორაციებს თქვენი ინტერიერისთვის, სააღდგომო ხელნაკეთ ნივთებსა და უიშვიათეს ნამუშევრებს.

ლილი ვანილი

ლონდონელების საყვარელი საკონდიტრო “ლილი ვანილი” ტრადიციულად სადღესასწაულო, საუცხოო ტკბილეულის არჩევანს გთავაზობთ. “ლილი ვანილის” უნიკალურობა არა მხოლოდ გემრიელ ნუგბართანაა დაკავშირებული, არამედ უჩვეულოდ ლამაზად წარმოდგენილ უნიკალურ პროდუქციასთან. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საკონდიტროში სააღდგომოდ შეძენილ პროდუქციაში გადახდილი თანხის 10% უკან დაგიბრუნდებათ.

ID VISION

 

View this post on Instagram

 

A post shared by ID VISION (@id_vision_)

სტუდიო ID Vision ქმნის საინტერესო ნივთებსა და აქსესუარებს თქვენი ინტერიერის გასამრავალფეროვნებლად. აქ შექმნილი თოთოეული ობიექტი ხელით იხატება და შემდეგ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით გადადის ქაღალდსა თუ ქსოვილზე.  ID Vision სააღდგომოდ წარმოგიდგენთ ყვავილებით გაფორმებულ, ფერად სუფრებსა და ხელსახოცებს. საგაზაფხულო კოლექციის ძირითად პრინტად ტიტა და რამდენიმე ყვავილია გამოყენებული, რომელთა აყვავებაც სწორედ აღდგომის პერიოდს ემთხვევა.

შენeat

თიბისი კონცეპტის სააღდგომო შეთავაზების ფარგლებში, კონცეპტის მომხმარებლებს შეგიძლიათ თქვენი სააღდგომო სუფრისთვის მოსამზადებელი სასურველი კერძების ინგრედიენტები 15%-იანი ფასდაკლებით გამოიწეროთ ონლაინმაღაზიიდან  –  www.sheneat.ge.  შენeat-დან გამოწერის პროცედურა ძალიან მარტივია: არჩევთ შემოთავაზებული 60-მდე უნიკალური რეცეპტიდან თქვენთვის სასურველს. ყველა საჭირო ინგრედიენტის მომზადებაზე, გასუფთავებაზე, დაჭრაზე, დახარისხებასა და ადგილზე მოტანაზე კი შენeat-ის გუნდი იზრუნებს. დაფასოებულ, ზუსტი რაოდენობის და წონის პროდუქტებს, ასევე რეცეპტს ადგილზე მოგიტანენ; შესაბამისად, თქვენ კერძის მომზადებას მოკლე დროში, მაღალი ხარისხის პროდუქტებით და ყოველგვარი ნარჩენების გარეშე შეძლებთ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია შეიყვანოთ პრომოკოდი: WITHLOVETBC


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.