fbpx

BLOOMS-ᲘᲡ ᲒᲐᲖᲐᲤᲮᲣᲚᲘ/ᲖᲐᲤᲮᲣᲚᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ ᲙᲝᲚᲔᲥᲪᲘᲐ


გააზიარე სტატია

თაკო ჩხეიძე:  Blooms-ის ახალ კაფსულა კოლექციას ფერებისა და ნაჭრების სინთეზი გამოარჩევს. მზიანი დღეების განმავლობაში ტილოს ნაჭერი ძალიან კომფორტული და ესთეტიკურია, შესაბამისად ახალ კოლექციაში პასტელური ფერებით შთაგონებულ ტილოს, აბრეშუმისა და ჭინჭარის ნაჭრების კომბინაციით შექმნილ სხვადასხვა სტილის ორეულებს შეხვდებით. ( Regular, skinny, oversized)

მომხარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე ახალ კოლექციაში აბრეშუმისა და შალნარევი მატერიების ბლუზებსაც ნახავთ. Blooms-ის მთავარი უპირატესობა კლასიკური მიმართულების ტრენდული მხარეა, რომელიც უძლებს დროს და ნებისმიერ სეზონზე მოთხოვნადი და ელეგანტურია.

Crafty, sensual, timeless

Apparel: Blooms

Photo: Digital Studio

Model: Anastasiya Antonyuk

Make Up Artist: Lana Loladze

შეგახსენებთ, რომ ბრენდი განსხვავებულ მომსახურებასსთავაზობს მომხმარებელს: ე.წ. Made To Measure გულისხმობს მსოფლიოში წამყვანი ქსოვილების მწარმოებელი კომპანიების კატალოგებიდან სასურველი ქსოვილისა თუ ფურნიტურის შეკვეთისა და გამოწერის შესაძლებლობას და ნებისმიერი სტილის მოდელის თავად შერჩევის საშუალებას. შერჩეული მოდელი ექსკლუზიურად მომხმარებლისთვის მზადდება Blooms-ის მიერ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.