“მეოთხე ბრაიტონი” – ლევან კოღუაშვილის ფილმის პრემიერა ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმართება
“მეოთხე ბრაიტონი” – ლევან კოღუაშვილის ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმართება.
ფესტივალს 20 წელი უსრულდება და ეს იქნება პირველი მასშტაბური ოფლაინღონისძიება შეზღუდვების შემდეგ. ლევანის ფილმი საერთაშორისო ფილმების კონკურსზეა წარმოდგენილი.
“მეოთხე ბრაიტონი” მოგვითხრობს 70 წლის მოჭიდავეზე, ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელიც მიფრინავს თბილისიდან ნიუ-იორკში, რომ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს თავის შვილს ბრაიტონიდან და გადაარჩინოს ის ვალისგან.
ქართველები, აზერბაიჯანელები, რუსები, ყაზახები, ებრაელები.. პოსტსაბჭოთა ნეორეალიზმი შტატებში, ქართული ტრაგიკომედია იმაზე, თუ როგორ მთავრდება ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობისათვის ოცნებები ამერიკაზე.
მთავარ როლზე რეჟისორმა არაპროფესიონალი მსახიობი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი დაამტკიცა. ამ გამოჩენილ სპორტსმენსა და საზოგადო მოღვაწეს თავისი კინოგმირის მსგავსად რეალურ ცხოვრებაშიც არაერთი მძიმე პერიოდის გადატანა მოუწია.
ფილმისათვის სცენარი ბორის ფრუმინმა დაწერა, რომელთან ერთადაც რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა თავისი ფილმების უმეტესობა შექმნა.
ძალიან საინტერესოა ნადია მიხალკოვასა და გიორგი ტაბიძის სამსახიობო დუეტი – ისინი თავიანთ არსებულ და თანაც არარსებულ ურთიერთობებს არკვევენ – ესაა ერთგვარი უცნაური თანამედროვე რომანტიკა ბრაიტონზე.
ფილმზე ასევე მუშაობდა ფედონ პაპამაიქლი, ჩვენთვის უკვე საყვარელი და ცნობილი ფილმების – The Million Dollar Hotel, Ford vs Ferrari, Nebraska – დამდგმელი ოპერატორი. იგი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
პროდიუსერები: ირაკლი როდონაია, ოლენა ერშოვა და მიშელ მერკტი ”მეოთხე ბრაიტონზე” შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
ფილმში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ქმნის ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა კახი კავსაძე. სწორედ მის ხსოვნას მიეძღვნა “მეოთხე ბრაიტონი”.
ფესტივალს 20 წელი უსრულდება და ეს იქნება პირველი მასშტაბური ოფლაინღონისძიება შეზღუდვების შემდეგ. ლევანის ფილმი საერთაშორისო ფილმების კონკურსზეა წარმოდგენილი.(ლევანის ფილმები არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია)
2006 — „ვალი“ (მოკლემეტრაჟიანი)
2010 — „ქუჩის დღეები“
2013 — „შემთხვევითი პაემნები“
დოკუმენტური ფილმი
2009 — „ქალები საქართველოდან“