fbpx

თბილისი არის თანადგომა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”


გააზიარე სტატია

სოციალურ ქსელში უპრეცედენტო სამოქალაქო აქტივობაა. თბილისელები რიონის ხეობის დამცველების დასახვედრად ემზადებიან. 

შეგახსენებთ, რომ მოძრაობამ  „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“  23 მაისისთვის თბილისში მასშტაბური მიტინგი დააანონსა და თბილისს ამ დღისთვის რეგიონებიდან უამრავი ადამიანი ეწვევა, რათა გააპროტესტოს „ნამახვანჰესის” მშენებლობა.

თბილისელების ინიციატივით სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი – „თბილისი არის თანადგომა“. ჯგუფში გაერთიანებული ადამიანები პროტესტისთვის თბილისში ჩამოსულ მოქალაქეებს ღამის გასათევად საკუთარ სახლებში  მასპინძლობას სთავაზობენ:

 „სიამოვნებით ვუმასპინძლებ აქციაზე ჩამოსულ 2 თანამოაზრეს…“

„შემიძლია ვუმასპინძლო 4-5 ადამიანს სოლოლაკში…“

„ორ ადამიანს შემიძლია ვუმასპინძლო კომფორტულად (მესამეს პარალონს და საძილე ტომარას შევთავაზებ…“

 

ჯგუფში არ წყდება მსგავსი განცხადებები. 

ამგვარი სამოქალაქო სოლიდარობა ერთგვარად ხელს შეუწყობს და დაიცავს  ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარების პროცესს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.