fbpx

GOD ERA-ს შემოდგომა/ზამთარი 2021-22 სეზონის ახალი კოლექცია


გააზიარე სტატია

წარმოგიდგენთ GOD ERA-ს ახალ შემოდგომა/ზამთარი 2021-22 სეზონის კოლექციას.

ამ კოლექციაში გოდერა წარმოგვიდგენს მომავალს სადაც ადამიანი თავის მატერიალურ სახეს კარგავს და მისი მეხსიერება ციფრულ სამყაროში გადადის. მომავლის „ადამიანში“ აღარ არსებობს პერსონალური, ეგოცენტრული მეხსიერება, ის მთელი სამყროსადმი ემპათიითა გაჯერებული. ამიტომ აპოკაფსილის დროს, ადამიანები თავის მეხსიერებასთან ერთად დედამიწის სხვა ბინადრების მეხსიერებასაც აკონსერვირებენ ციფრულ კიდობანში.

თავის კოლექციაში გოდერა აკრიტიკებს მოდის ინდუსტრიას, რომელიც დედამიწის რესურსებისადმი კონსუმერული დამოკიდებულებით, ცხოველთა სამყაროს მრავალ სახეობას გაქრობის რისკის ქვეშ აყენებს და ძალადობს მათზე. გოდერა თავის გრძნობადობას ეკოლოგიური პრობლემებისადმი არა მარტო კოლექციის კონცეპტით გამოხატავს, ის აქტიურად მუშაობს ვეგანური ბიოდეგრადირებადი ტყავის შექმნაზე. ამ კოლექციაში ის წარმოგვიდგენს აქსესუარებს რომელიც ამ ტყავითაა შექმნილი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.