fbpx

პური გულიანის ახალი, Express ფილიალი პირველ სტუმრებს დღეიდან მიიღებს


გააზიარე სტატია

რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე გაზაფხულისა და ზაფხულის თბილ დღეებში სასიამოვნო გასეირნებაა თბილისის ქუჩებში, კაფესთან რომ გაჩერდებით, სასიამოვნო ყავას შეიძენთ და გემრიელ დესერტს დააყოლებთ? – ჰოდა, წინ ასეთი უამრავი დღე გველის, ამიტომ თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს.

თბილისში ყველაზე გულიანი მასპინძლობის ადგილი “პური გულიანი” დღეიდან ახალ მისამართზეც დაიდებს ბინას. ზაარბრიუკენის ქუჩაზე მდებარე სახაბაზოსგან განსხვავებით, ახალ მისამართზე ბრენდი ქსელურად, ექსპრეს კონცეფციით განვითარდება, რაც რაც პურფუნთუშეულის, გულსართიანების, დესერტების, ყავისა და სწრაფი წასახემსებელი ხაზის გაძლიერებას, ადგილიდან გატანის (Takeaway) და ადგილზე მიტანის (Delivery) მომსახურების წახალისებას გულისხმობს.  

ეს გადაწყვეტილება სტუმარმასპინძლობის სფეროში წამყვანმა კომპანიამ GMT ჯგუფმა მიიღო, რომელსაც დასაწყისშივე ჰქონდა ბრენდის ქსელური განვითარება ჩაფიქრებული.

ამ მიზნის მიღწევა პანდემიის პირობებში არ იყო მარტივი, თუმცა პური გულიანის გუნდის განსაკუთრებული ძალისხმევით ოცნება რეალობად იქცა. შესაბამისად, დღეს უკვე პირველი ექსპრეს-ფილიალი გაიხსნა ვაკეში, ი. აბაშიძის 37-ში, სადაც სტუმრებს ისევ გულიანი მასპინძლობა დახვდებათ.

პური გულიანი Express”- მომსახურების სწრაფ, გამარტივებულ, მეტად მოსახერხებელ პროცესსა და ტრადიციულად გემრიელ პროდუქტებს ჰპირდება მომხმარებელს. ექსპრესფილიალში სტუმრად იმ ადამიანებს ელიან, ვინც მათ მეზობლად ცხოვრობს, ან მუშაობს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დილა სახაბაზოს პურეულით დაიწყოს, აქვე ისაუზმოს, ლანჩზე წასახემსებლად შემოიაროს, ადგილი გულიანი დესერტებისა და გემრიელი ყავისთვის მეზობლად დაიგულოს და აღარც მყუდრო სამუშაო გარემოს შესარჩევად დასჭირდეს ფიქრი.

ვაკის ფილიალში ბევრ ისეთ კერძსა თუ დესერტს დააგემოვნებთ, რომელთა გამოც ზაარბრიუკენის მოედანზე სტუმრობდით სახაბაზოს. და, ამავდროულად, ისეთ სიახლეებსაც აღმოაჩენთ, ხელახლა რომ შეგაყვარებთპური გულიანს”, ადგილს გულიანი ურთიერთობებისთვის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.