fbpx

ლუკა ჩიქოვანი რიდლი სკოტის ფილმში ითამაშებს


გააზიარე სტატია

იტალიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი ცნობილი ინგლისელი რეჟისორის, რიდლი სკოტის ახალ ფილმში ითამაშებს. ამის შესახებ მსახიობმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაპოსტა.

ფილმის სიუჟეტი ცნობილი მოდის სახლის მმართველების დრამატულ ისტორიას მოგვიყვება, მთავარ როლებს კი ადამ დრაივერი და ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა შეასრულებენ. ასევე, House of Gucci-ში ვიხილავთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ჯარეტ ლეტო, რობერტ დე ნირო და სელმა ჰაიეკი.  

ჩვენ კი ქართველი მსახიობის გამო მოგვიწევს კიდევ უფრო დიდი ინტერესით დაველოდოთ ფილმს, რომლის პრემიერაც 2021 წლის ნოემბერში იგეგმება. 

რაც შეეხება ლუკა ჩიქოვანს, ის არაერთ საინტერესო ფილმსა თუ სერიალშია გადაღებული. მათ შორის გამორჩეულია ალიჩე როხვახერის “ბედნიერო ლაზარო”, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.