fbpx

Art as Practice – სამხატვრო ონლაინკურსი საკუთარი თავის აღმოსაჩენად


გააზიარე სტატია

ავტორი: რუსა გვენცაძე

 

Art as Practice  სამხატვრო ონლაინკურსია, რომლის ხელმძღვანელი მხატვარი ვატო წერეთელია. 

ონლაინკურსის მიზანი ადამიანებში შემოქმედებითობის გაღვიძება და განვითარებაა. სამხატვრო კურსი მოყვარულ და პროფესიონალ მხატვრებს აერთიანებს. 

„კურსის მთავარი მიზანია დააბრუნოს ადამიანი იმ ნორმასთან, რომელსაც შემოქმედებითი მოგზაურობა და აღმოჩენების კეთება ჰქვია. შემოქმედებას ყოველდღიურად ყველა ადამიანი მიმართავს, თუმცა შესაძლებელია ამ უნარის  დახვეწა და განვითარება“, – გვიყვება კურსის კურატორი ვატო წერეთელი.

„Art as Practice“ პანდემიის დროს აქტიურობის,  ახალი გამოცდილებების მიღებისა და საკუთარ თავში მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის. ონლაინკურსი შედგება ხუთი ორსაათიანი შეხვედრისაგან. ამ დროის განმავლობაში მონაწილეები ხედავენ საკუთარ ტრანსფორმაციას, შედეგად კი საინტერესო გამოსახულებები იქმნება.  

„ჩვენმა სამხატვრო კურსმა ნათლად დაგვანახვა ყველას, რომ ვირტუალური სივრცე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მატარებელი შეიძლება გახდეს. ძალიან დიდი სიხარულია, ამის მომსწრე იყო“, – აღნიშნავს  ვატო წერეთელი.

 სამხატვრო ონლაინკურსის დაარსებიდან ერთი წელი გავიდა. სამხატვრო კურსი 5 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა.

„15 მაისს გაიმართება  გამოფენა, სადაც მონაწილეების ნაწილი ნამუშევრებს საზოგადოებას გაუზიარებს. გამოფენას ჰქვია: „შენ მხატვარი ხარ“. ვგეგმავთ ანალოგიურ ფოტოგრაფიის კურსსაც. ყველას ვუსურვებ შემოქმედებით  განვითარებას“, – ამბობს კურსის ხელმძღვანელი. 

გამოფენა „შენ ხარ მხატვარი“ Art as Practice-ის ერთწლიან სამუშაოს აჯამებს. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მცხოვრები 15 მონაწილის ნამუშევრები. ასევე ვატო წერეთელი წაიკითხავს  ლექციას, რომელიც შეეხება კრეატიულობის ასპექტებს. 

გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდება პირველი Art Swap თბილისში. ესაა ღონისძიება, სადაც შეგიძლიათ, გასცეთ კარგ მდგომარეობაში არსებული  ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ. სანაცვლოდ კი, პრინციპით –  „ჩვენ არ ვყიდულობთ და ვყიდით – ჩვენ ვცვლით“, მიიღოთ მასალა, რომელსაც სიამოვნებით გამოიყენებთ. 

გამოფენაზე არტისტების ნამუშევრების შეძენაც იქნება შესაძლებელი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.