გზა ყავის მარცვლიდან “მეამას” კაფსულამდე, ანუ როგორ შეიქმნა “მეამას” ყავის ქართული გემოები
„მეამა“ სიყვარულით და მზრუნველობით რომ შეიქმნა, ეს უკვე ყველამ გაიგო და საკუთარ ფინჯანშიც გამოცადა. ყავის აპარატებმა ფერად-ფერადი კაფსულებით, ბევრის სახლში შეუცვლელი ადგილი დაიკავა და შექმნა კომფორტის პატარა კუნძული, სადაც ყოველთვის გარანტირებულია გემო, რომელიც გიყვარს და ხარისხი, რომელიც არცერთ ფინჯანში იმედს არ გიცრუებს. თქვენთან ერთად, ჩვენც დავინტერესდით, როგორ მოახერხეს „მეამას“ შემქმნელებმა ის, რომ ასეთ მოკლე დროში, ქართული წარმოების ყავა ყველაზე სასურველ და ძვირფას საჩუქრად გადააქციეს.პასუხების მისაღებად, ისევ და ისევ, „მეამას“ ჯადოსნურ ქარხანას ვესტუმრეთ და მთავარ ტექნოლოგს, დავით გოგოხიას, ჩვენთვის საინტერესო ბევრი შეკითხვა დავუსვით…
როგორ მოხვდით „მეამას“ სამყაროში?
სანამ ყავის ტექნოლოგიებს შევისწავლიდი, სრულიად განსხვავებული პროფესია მქონდა, სამხედრო მფრინავი ვიყავი და ჩემი მომავალიც ამ სფეროს უკავშირდებოდა, თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო, იძულებული გავხდი, ჩემს მიზნებზე უარი მეთქვა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამეწყო.
სწორედ ამ ძიების პროცესში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ იქმნებოდა ახალი ქართული ბრენდი, რომელიც ეძებდა ადამიანებს, ვისაც სურდა შეესწავლა ახალი პროფესიები, შეექმნა ძალიან საინტერესო ინოვაციური სიახლეები და პროდუქტები.მე მზად ვიყავი ამ ახალი გამოწვევებისთვის და ასე, ენთუზიაზმით აღსავსემ დავიწყე ყავის ტექნოლოგიების შესწავლა. სამი წლის განმავლობაში მე და ჩემი გუნდის წევრები ვსწავლობდით ევროპულ, ამერიკულ და აზიურ გამოცდილებებს ყავაზე… ცოდნა, რომელიც მივიღეთ, მთლიანად ამ ქარხანაში განვახორციელეთ.
„მეამას“ ძალიან ეტყობა, რომ ქართველი მომხმარებლების სურვილები დეტალურად შეისწავლა და გაითვალისწინა მათი რჩევებიც ..
რა თქმა უნდა – ქართველი მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნები თავიდანვე პრიორიტეტი იყო. ყველა კაფე მოვიარე და ყველგან გავსინჯე, როგორ ყავას სვამდა ქართველი მომხმარებელი. ვაკვირდებოდი მათ ქცევებს, ჩვევებს, სურვილებს… აღმოვაჩინეთ, რომ ქართველების გემოვნება ყავასთნ მიმართებაში ორად იყოფოდა – ერთ ნაწილს ყავის დიდი ჭიქით დალევა უყვარდა, მეორე კი ყავის მიღებას პატარა ფინჯნით არჩევდა. სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყდა ჩვენი ორი ფორმატიც – ევროპული და ამერიკული.
აშკარაა შედეგიც – ის, ვინც „მეამას“ სვამს, დაბალი ხარისხის ყავაზე აღარ თანხმდება. გამოდის, რომ მომხმარებლის მხრიდან ხარისხისადმი მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა…
რა იყო თქვენი მთავარი მიზანი და რამდენად გამართლდა თავდაპირველი მოლოდინი?
პირველი მიზანი მიღწეულია – მომხმარებელი ითხოვს ხარისხს და გამოთქვამს თავის სურვილებს.
ჩვენს მომხმარებელს ვუზიარებთ ყავის სმის სრულიად ახალ გამოცდილებას და მრავალფეროვან გემოებს, ხოლო მათგან ვიღებთ სურვილებს და თხოვნებს, რასაც ვაანალიზებთ და ახალი გემოების შექმნისას ვითვალისწინებთ.
ჩვენს კაფსულებში ყოველ ჯერზე ერთნაირი, სტაბილური გემოა, რასაც ზოგადად რეცეპტორები კარგად იმახსოვრებენ, მარტივად ეჩვევიან და შემდეგ მცირედ განსხვავებასაც კი გრძნობენ.
“მეამას” ყავის მუდმივად განმეორებადი, სტაბილური გემო კი მილიონი კაფსულის გაფუჭების შედეგად მივიღეთ, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირდა.
საკმაოდ თამამი განაცხადი იყო ტყის თხილის, კარამელის, ვანილის, მთის ჟოლოსა და მაკაპუნო ქოქოსის არომატებიც. რის მიხედვით შეარჩიეთ ეს გემოები?
ისევ და ისევ, ქართველი მომხმარებლის გემოვნებას მოვერგეთ. ყავის კაფსულის გემოების მიხედვით, უკვე ადამიანის ხასიათის შტრიხების გამოცნობაც კი შეგვიძლია. მაგალითად, ამერიკული ფორმატის წითელი კაფსულა თუ მოგწონს, მძაფრი გემოების მოყვარული ხარ, პროდუქტისგან მაქსიმუმს ითხოვ და დიდ დროს არ ხარჯავ არომატების ძიებაში.
თქვენ, როგორც ყავის მთავარი ტექნოლოგი, როგორ დაგვიხასიათებდით ყავის მარცვალს?
ჩვენს სამყაროში ეკვატორს ყავის სარტყელად მოვიხსენიებთ ხოლმე, რადგან ყავა, ძირითადად, ეკვატორის გარშემო იზრდება. მას უყვარს ტროპიკული კლიმატი და ვერ იტანს სიცივეს, სიმშრალესა და ზედმეტად მაღალი ტემპერატურას. თითოეული მარცვალი, რომელიც „მეამაში“ ჩამოდის, ძალიან ფრთხილად არის შერჩეული და მათი მაღალი ხარისხი დადასტურებულია SCA-ს შესაბამისი სერტიფიკატებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყავის მომწოდებელი ფერმერები ყველა საჭირო სტანდარტს იცავენ.
ჩვენ 18 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს ყავის მწვანე მარცვალი, შესაბამისი რეცეპტის მიხედვით ვხალავთ, ვფქვავთ და ვქმნით განსაკუთრებულ და მრავალფეროვან გემოებს. თითოეული მათგანი “მეამას” ინტელექტუალური საკუთრებაა.
როგორ შეძელით ასეთ მოკლე დროში ასეთი პროდუქტისა და სისტემის შექმნა? რა არის მეამას წარმატების ფორმულა?
დიახ, ჩვენ სამ წელიწადში შევქმენით ის, რაც მარტივი სულაც არის და დიდი შრომა სჭირდება. ზოგადად, ვისწავლე, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი შენივე დაშვებული შეცდომებია. ბევრი სკეპტიკურად გვიყურებდა, რადგან ვერ წარმოედგინათ ის, რაშიც ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით. ჩემი წარმატების ფორმულა იაპონური ანდაზასავითაა: თუ ვინმეს შეუძლია, მეც აუცილებლად შევძლებ, და თუ ვინმეს არ შეუძლია, მე მაინც უნდა შევძლო. „მეამამ“ ეს დაამტკიცა.
„მეამას“ გაზიარება ერთგვარ კულტურად ჩამოყალიბდა. „მეამას“ იმ ადამიანებს ჩუქნი, ვინც განსაკუთრებულად გიყვარს, რადგან თითოეულ ყლუპში იგრძნობა, რომ ამ კაფსულებში ბევრი ემოციაა ჩადებული.
რა არის თქვენი, როგორც “მეამას” მთავარი ტექნოლოგის გზავნილი?
ჩვენს მომხმარებლებს ვუზიარებთ დადებით ემოციასა და შთაბეჭდილებას, რომლის მიღებაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. რაც მთავარია, ვუზიარებთ კომფორტს, სიმარტივესა და სისწრაფეს, რაც ყოველდღიურ ქაოსში ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი სტრესული და დატვირთული დღეც არ უნდა ჰქონდეთ, „მეამას“ მომხმარებლებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში აქვთ ის მომენტი,როდესაც თავისი წილი განსაკუთრებული სიამოვნება ელოდებათ…