ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმის საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა
გააზიარე სტატია
წინანდლის მამულში საგამოფენო სეზონი გაიხსნა. “მეხსიერების ფრაგმენტები” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გოგი ალექსი-მესხიშვილისა და სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ექსპოზიციის ნახვა ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
წინანდლის საგამოფენო სეზონი 7 მაისს, უტა ბექაიას დადგმული პერფორმანსით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებამ იხილა ფარაჯანოვის ხელოვნების ინსპირაციით შექმნილი სამი პერფორმანსი და გაცოცხლებული “მეხსიერების ფრაგმენტები”.
პროექტის ავტორი: Tsinandali Estate – წინანდლის მამული. მხარდამჭერები: Silknet – სილქნეტი, TBC Concept – თიბისი კონცეპტი






















