fbpx

კონკურსი ფოტოგრაფებისთვის: შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება!


გააზიარე სტატია

CENN, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და ნაკანიმამასახლისის ფოტოსკოლა აცხადებს კონკურსს ფოტოგრაფებისათვის: შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება!

კონკურსი ტარდება ნორვეგიის საგერეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით!

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
– I ადგილი – 1,500 ლარის ზუმერის ვაუჩერი
– II ადგილი – 1,200 ლარის ზუმერის ვაუჩერი
– III ადგილი – 900 ლარის ზუმერის ვაუჩერი

შერჩეული ფოტოები გამოყენებული იქნება CENN-ის გარემოსდაცვით კამპანიებში ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში. 

დავალება:

გადაიღეთ ფოტო, რომელიც აჩვენებს, რომ არ არის საჭირო დიდი რაოდენობით პლასტმასის ნივთების (განსაკუთრებით ერთჯერადის) მოხმარება; წარმოაჩენს პლასტმასით დაბინძურების უარყოფით შედეგებს და ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას პლასტამასის მოხმარებაზე; ასევე, წაახალისებს საზოგადოებას შეამციროს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების მოხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კონკურსის ფარგლებში მისაღებია ფოტოგრაფიის ნებისმიერი ჟანრი (დოკუმენტური, დადგმული (მხოლოდ სტუდიური), კონცეპტუალური ფოტოგრაფია და სხვა). 

გაითვალისწინეთ, რომ გარემოს დაბინძურების ამსახველი ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ დოკუმენტური. მაქსიმალურად წახალისებულია შემოქმედებითი ნამუშევრები! კონკურსის მიზანია ისეთი მესიჯის შექმნა, რომელიც ვიზუალურად მოხიბლავს და დააფიქრებს მნახველს.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 5 ივნისი 2021, 12:00 საათი.

 

კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულსhttps://bit.ly/2R3xFgD

გთხოვთ, ნამუშევრები გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე სათაურითფოტოკონკურსი“: [email protected]

ნამუშევრებს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ნამუშევარის აღწერა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.