fbpx

საუკეთესო გადაწყვეტილებაა, შექმნა „მწვანე ბიზნესი“ – საქართველოს ბანკისა და ქართული ბიზნესის თანამშრომლობა


გააზიარე სტატია

ბოლო დროს ალბათ ყველანი – ერთად და ცალ-ცალკე – ძალიან ბევრს ვფიქრობთ დედამიწაზე. დედამიწაზე, რომელიც კორონამ თავდაყირა ამოატრიალა. შეიცვალა ადამიანების ცხოვრების წესი. ბევრი უფრო ღრმად ჩაუფიქრდა არსს, ბევრმა ახალი რაღაცები აღმოაჩინა. თუმცა ყველა ერთად მიხვდით მთავარს – გარემოს მოფრთხილება სჭირდება. დიახ, ჯანმრთელობა, რომელიც სამყაროს ცენტრში დადგა როგორც, მთავარი ფასეულობა – მოითხოვს ჯანსაღ გარემოს, ჯანსაღ საკვებს, ჯანსაღ ურთიერთობებს. ადამიანები ნელ-ნელა სწავლობენ ზრუნვას-გარემოზე, ეკოლოგიაზე. სწავლობენ, რომ დედამიწის სიყვარულისკენ გზა ჩვენს ჯანმრთელობაზე გადის. ასეთ დროს ძალიან დიდი როლი ენიჭებათ კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობას. ეკოლოგიაზე საუბარმა საქართველოს ბანკის უმნიშვნელოვანესი პროექტი გამახსენა: “მწვანე ინოვაციებზე“ – ბანკი იმ ბიზნესებს უწყობს ხელს, რომლებიც ეკო-მეგობრული პროდუქტის შექმნას ცდილობს.

 „მწვანე საჩუქარი“ ის სოციალური საწარმოა მაკულატურის გადამუშავებით მიღებული მასალის საშუალებით უამრავი ხე გადაარჩინა. ზუსტად ეს ხეები გვაძლევენ იმ ჟანგბადს – რაც სიცოცხლისთვის ასე მნიშვნელოვანია –  დაბინძურებულ და ნახშიროჟანგით სავსე გარემოში.

„მწვანე საჩუქარი ოფიციალურად 2017 წელს დაარსდა, თუმცა მანამდე არსებობდა, როგორც მეგობრების შექმნილი საქველმოქმედო ინიციატივა. ჩვენ ვაგროვებდით ნარჩენ ქაღალდს, ვცვლიდით წიგნებში და ამ წიგნებს ვარიგებდით რეგიონების სკოლების ბიბლიოთეკებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო საწყის ეტაპზევე ჩვენი მეგობრების გვერდში დგომა. ამ აქტივობის შედეგად გაჩნდა დიდი მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებაში, რამაც გარკვეულწილად მოგვცა  კიდეც ბიძგი, ორგანიზაციული სახე მიგვეცა ჩვენი წამოწყებისთვის. დავიწყეთ ჩვენი მწვანე ყუთების დადგმა პარტნიორ, და როგორც ჩვენ ვუწოდებთ “მეგობარ ორგანიზაციებში” რომელთაგან ვაგროვებთ ნარჩენ ქაღალდს, შემდგომ ვამუშვებთ პარტნიორი გადამამუშავებელი ქარხნების დახმარებით და უკვე გადამუშავებული ქაღალდით ვქმნით მეორეულ ეკო დამზოგავ პროდუქტს.

საწყის ეტაპზე გათვლა შესაფუთი ქაღალდის წარმოებაზე გავაკეთეთ და შეფუთვის სერვისსაც ვთავაზობდით მომხმარებელს. დროისთვის ჩვენი პროდუქცია ვერ მოერგო ბაზარზე არსებულ მოთხოვნილებებს და გადამუშავებული პროდუქტი ჩვენი საზოგადოებისთვისაც უცხო ხილი აღმოჩნდა. რომ არა საქართველოს ბანკის სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტი, არსებობის გაგრძელება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ბანკის დახმარებით შევიძინეთ ახალი დანადგარები, დავხვეწეთ და გავამრავალფეროვნეთ ჩვენი პროდუქცია და ჩამოვყალიობდით ბიზნესად. ქართულ საზოგადოებას შევთავაზეთ გადამუშავებული და ბრენდირებული კონვერტები, ქაღალდის ჩანთები, ბლოკნოტები ბროშურები და ა.შ რაც უფრო ადექვატური და მისაღები აღმოჩნდა ჩვენი მომხმარებლებისთვის.“ – დაჩი ჯანელიძე („მწვანე საჩუქარის“ დამფუძნებელი)

ფაბრიკა 1900, ის საწარმოა უამრავი კომპანია, რომ ჩართო თავის წამოწყებულ კეთილ საქმიანობაში, და მათ ისეთ შესაფუთ ქაღალდებს სთავაზობს, რომელიც მრავალჯერადი გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა. დანადგარებით, რომლის შეძენაშიც საქართველოს ბანკი დაეხმარა – თვეში საშუალოდ 4000 ტონა მაკულატურის გადამუშავებაა შესაძლებელი. გზა, რომელიც ფაბრიკა 1900-მა გაიარა და გადის არ არის მარტივი, თუმცა ამ გზას  გარემოს სიყვარულთან და ეკოლოგიაზე ზრუნვასთან მივყავართ.

“საუკეთესო საწარმოო აღჭურვილობით, მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდით, გაყიდვებისა და პროდუქტის განვითარების შეუდარებელი, ასევე მომხმარებელზე პერსონალიზებული და სპეციალიზირებული მომსახურებით გამორჩეული, ქართული ინვესტიციით დაფუძნებული ფაბრიკა 1900 – 100%-ით ბიოდეგრადირებად, კვლავწარმოებად უმაღლესი ხარისხის შესაფუთ პროდუქციას სხვადასხვა საჭიროებისთის, კერძოდ, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, მედიცინის, პარფიუმერიის, საკონდიტრო, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა მრავალი სფეროს პროდუქტების შესაფუთად აწარმოებს. გარდა ამისა, საქმიანობის გაფართოების, ქართული და უცხოური ბაზრების უკეთ ათვისების მიზნით მიმდინარე წელს კომპანიამ თანამედროვე ტიპის გოფრირებლი მუყაოს საწარმო და სასაწყობე მეურნეობა გამართა, რის შედეგად წარმადობა გაიზრდება და წელიწადში 50 000 ტონას მიაღწევს.“ – ნათია ბოლქვაძე, (ფინანსური დირექტორი)

ისე, რაც პანდემია დაიწყო – ბედნიერების შეგრძნება ცოტა გაფერმკთალდა, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერში უნდა ვეძიოთ სიახლე, უნდა გავიზარდოთ, განვითარდეთ – ბედნიერების შეგრძნებით დავიტენოთ. სატენზე ეკო-მეგობრული USB კაბელი გამახსენდა.

„ტენე“ საქართველოს ბანკის პროექტის ნაწილია – პირველი ქართული USB კაბელი და პირველი მწვანე USB კაბელი მსოფლიოში – მის წარმოებაში ის გადამუშავებული პლასტმასა გამოიყენება, რომელიც ბუნების დასუფთავების შედეგადაა მიღებული.

„მთავარია პირველი ნაბიჯი გადადგა და შენი იდეის განხორციელება დაიწყო. პრობლემები აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ გზადაგზა ყველაფერს მოაგვარებ და უფრო მეტ ცოდნასაც მიიღებ. შესაბამისად, მთავარია დაიწყო და არ გაჩერდე“ – სანდრო ლილუაშვილი „ტენეს დამფუძნებელი“

Plasticwatcher-ი საქართველოს ბანკის პროექტის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია – გამორჩეული საკომუნიკაციო მანერით და დახვეწილი დიზაინით. რაც ყველაზე მთავარია ეკო-მეგობრული.

„საქართველოს ბანკის დახმარებით ჩვენ შევძელით შეგვეძინა სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა, რაც ნებისმიერი წარმოების ხარისხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიეთილენის და საოჯახო ნარჩენების გადამუშავების შედეგად ვქმნით მდგრადი მოდის ნივთებს ცირკულარული ეკონომიკის საფუძველზე- ეს ნივთები უნიკალურია, არ აქვს ანალოგი.

ბაზარზე Plasticwatcher-ის გამოჩენას ყველა დიდი სიყვარულით შეხვდა. ჩვენ კი ყოველდრიურად ვცდილობთ განვითარდეთ, გავიზარდოთ, სხვადსხვა ნივთები დავამატოთ წარმოებას და ასე ავაცილოთ პოლიეთილენის ნარჩენები დედამიწას. ნელ-ნელა საერთაშორისო ასპარეზეც გავდივართ – სხვადასხვა კონკურსებში ვიღებთ მონაწილეობას, ამის პარალელურად ჩვენი ცნობადობა იზრდება. მალე გვექნება ვებ-გვერდი სადაც ჩვენი პროდუქციის ონლაინ შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. მთავარი კი ის, არის რომ ნარჩენებისაგან შექმნილი ბრენდი აჯანსაღებს და ახალ სიცოცხლეს ჩუქნის სამყაროს.“ – ეკა ასათიანი, plasticwatcher-ის დამფუძნებელი.

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია  აქტიურად უჭერს მხარს „მწვანე ბიზნესების“ შექმნას და განვითარებას.  მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა,  წამოიწყო ბიზნესი, შექმნა ეკომეგობრული პროდუქტი  და ამ გზით იზრუნო გარემოზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.