fbpx

მარკეტების სერია “სკვერში” – 29-30 მაისს ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში ღია ბაზრობა გაიმართება


გააზიარე სტატია

29 და 30 მაისს „ვინტილატორი“ და კაფე „გალერი” წარმოგიდგენთ “რაბაზარიას” მარკეტების სერიას “ელბაქიძის დაღმართის” ბოლოში მდებარე მყუდრო სკვერში.

“რაბაზარია”  როგორც ყოველთვის იქნება ადგილი, სადაც ყველაფერი კარგი მოსულა და პლატფორმა, რომელიც მუდმივად სიახლეებს გთავაზობთ. ჰოოდა ჩვენ არც წელს ვუღალატებთ ტრადიციებს და ცინცხალი სიურპრიზებითა და სიყვარულით, სიფერადით გაჯერებულ მარკეტს შემოგთავაზებთ.

 

რაბაზარიას მისია წელსაც, ისევე როგორც მუდამ, იქნება ჩვენი პლანეტის მწვანე მომავალზე ზრუნვა, ცირკულარულ ეკონომიკაზე ცნობადობის გაზრდა და მდგრადი მოდის აღზევება, შესაბამისად მარკეტის თითოეული მონაწილე ეკო-მეგობრული მეწარმეების სიას მიეკუთვნება და ზრუნავს გარემოზე.

რა დაგხვდებათ მარკეტზე:

  • შესაშურად შერჩეულ-გადარჩეული ვინტაჯური ბრენდები.
  • GeClose2EU ბენეფიციარი საბავშვო ნივთების მწარმოებელი ქართული სტარტაპები.
  • GAFA-ს წარმომადგენელი ქართული ეკო-მეგობრული მოდის შემქმნელები.
  • გარდერობი ფორმულას, At.ge-ს და On.ge-ს თანამშრომლებისგან.
  • და რაც მთავარია, სიახლე ქართული მარკეტების ისტორიაში, სახალხო პირიმზე და რაბაზარიას სიამაყე, პროექტი “შეაკთე“, რომელიც ერთად შეყრის ქალაქის ხელმარჯვე ოსტატებს და იქვე, მარკეტზევე მოგცემთ საშუალებას მეორე და მესამე სიცოცხლე მისცეთ თვვენს საყვარელ ნივთებს: წარმოდგენილი იქნება სათვალეებისა და ფეხსაცმლის მკეთებელი დიდოსტატები, ველოსიპედების, სკეიტებისა და სხვადასხვა ტექნიკის შეკეთება, სამოსის ტანზე მოსარგებად მინი სამკერვალოსაც დაგახვედრებთ, და ავეჯის შეკეთების გურუებსაც რაღათქმა დავუთმობთ საკადრის ადგილს.
  • თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებსაც გამოვფენთ დასათვალიერებლად და გასაყიდად, რომ იცოდეთ და გიხაროდეთ <3

კვება მარკეტზე გვექნება ვეგეტარიანული, ხოლო ბარი თან დახუნძლული,  თან მრავალფეროვანი და თან შესაშურ ფასად.

 

მუსიკა ლაღი, წამყვანი სელექციონერებითა და მუსიკალური კოლორიტებით დაკომპლექტებული: 

Shaman / Trotsky / Radio Grue / Alfreda Steiglitz / Gabunia / Vako T / Guga Gegechkori / Hasiro

 

რომ არ აგვცდეთ, იცოდეთ, რომ მეგობრების შეკრების ახალი ადგილი ელბაქიძის დაღმართთან მდებარე მყუდრო სკვერია.

მოკლედ, რა ბაზარია და ზუსტად კაი დროა მეგობრების სანახავად, ქართული სტარტაპების მხარდადაჭერად, რომელთაც კოვიდ-19-ით გამოწვეულმა რეალობამ საკმაოდ ავნო და, რაღა თქმა უნდა, მუდამ კაი დროა გარემოზე ზრუნვისთვისა და ცირკულარულ ეკონომიკაზე ცნობიერების ამაღებისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.