fbpx

17-წლიანი პაუზის შემდეგ Friends 27 მაისს ეკრანზე ბრუნდება


გააზიარე სტატია

 

კი, ჰედლაინი სწორად წაიკითხეთ, 17-წლიანი პაუზის შემდეგ ყველასათვის საყვარელი საკულტო სიტკომი Friends ეკრანზე ბრუნდება. 

 

სპეციალური ეპიზოდის, The One Where They Get Back Together-ის პრემიერა 27 მაისს HBO Max-ზე შედგება – რეიჩელი, მონიკა, ჯოუი, როსი, ჩენდლერი და ფიბი ძველებურად გაგვამხიარულებენ და ეცდებიან ის დანაკლისი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მათ გამო გვქონდა, ოდნავ მაინც შეავსონ. 


ცოტა ხნის წინ ახალი ეპიზოდის პირველი ოფიციალური ტრეილერიც გამოვიდა, სადაც ნაცნობ სახეებთან ერთად 21-ე საუკუნის ყველაზე ცნობად სახეებსაც ამოიცნობთ.

სერიალის ოფიციალურ ტრეილერში შესანიშნავი ექვსეულის გარდა, ასევე „მეგობრების“  განუყრელ პერსონაჟებსაც ვხედავთ, მათ შორის არიან ჯენისი და განტერი. სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა ამ შესანიშნავი სერიალის დაბრუნება ეკრანებზე. 

 

ეს ყველაფერი არ არის, პრემიერას დიდი ინტერესით ელიან ლედი გაგას, ჯასტინ ბიბერის, BTS-ისა და სინდი კროუფორდის გულშემატკივრებიც, რადგან 27 მაისს სახელგანთქმულ მეგობრებთან ერთად სწორედ ამ ვარსკვლავებს ვიხილავთ. 

„მეგობრების“ პირველი სერია ეკრანებზე 1994 წელს გამოვიდა და 2004 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი იყო ამერიკაში. პერსონაჟები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ შეიყვარა, სტილის ეტალონებად იქცნენ, განსაკუთრებით კი ჯენიფერ ენისტონის გმირი, რეიჩელ გრინი. 10 სეზონის განმავლობაში შოუმ ემის ექვსი ჯილდო მიიღო. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.