fbpx

გიორგი დანიბეგაშვილი ევროპული სახელოვნებო პრიზის ფინალისტია


გააზიარე სტატია


ქართველი ხელოვანი გიორგი დანიბეგაშვილი პრესტიჟული სახელოვნებო პრიზის ფინალისტი გახდა მსოფლიოს ასეულობით ხელოვანთა შორის. 

გამოყენებითი ხელოვნების ევროპული პრიზის (European Prize for Applied Arts) რთული საკონკურსო სელექცია რამდენიმე ეტაპს მოიცავდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ექვსასზე მეტი ხელოვანი მონაწილეობდა, ფინალში კი 54 არტისტი მოხვდა.

კონკურსისთვის შერჩეული ნამუშევრები როგორც ტექნიკური, ისე ესთეტიკური და ინოვაციური კუთხით მაღალი სტანდარტის მქონეა.

საერთაშორისო ჟიურიმ დანიბეგაშვილის სამი ნამუშევარი შეარჩია. ფინალისტთა ნამუშევრების ექსპოზიცია დეკემბერში ბელგიის ქალაქ მონსში, Grande Halle du Site des Anciens Abattoirs de Mons – ში  გაიმართება. შოუზე წარდგენილი იქნება ობიექტები სერიიდან „სამყაროს ბაღები“.

2009 წელს, დაარსებული WCC-Europe – ის ქალაქ მონსის ვალონია-ბრიუსელის ფედერაციისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, The European Prize for Applied Arts მიზანია დააჯილდოოს საუკეთესო შემოქმედები, რომლებიც მუშაობენ თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნებისა ხელნაკეთი დიზაინის სფეროში.

ორიგინალი: https://www.becraft.org/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.